დღის ფოტო: ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება - კვირის პალიტრა

დღის ფოტო: ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

გერმანიის კანცლერს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდნენ.

მოგვიანებით, კანცლერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა ფედერალურ კანცლერს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყნის ლიდერის მასპინძლობა დიდი პატივია.

საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც კონფლიქტით დაშორებულ საზოგადოებებს შორის შერიგებას და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"რა თქმა უნდა, გერმანია მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ - სწორედ ამიტომ ვარ აქ!"

"ეს არის უსამართლობა, რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის" - რა თქვა ანგელა მერკელმა საქართველოს ოკუპაციაზე