გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
რეჟისორი გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. გიორგი შენგელაიას კანდიდატურა დღეს ცესკოში საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის ერთ-ერთი წევრი პეტრე მამრაძეა.
გიორგი შენგელაიას თქმით, მან საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული გაჭირვების გამო გადაწყვიტა.
"საპრეზიდენტო კანდიდატად იმიტომ ვრეგისტრირდები, რომ ქვეყანას ძალიან უჭირს, მაგრამ ამავდროულად, ძალიან არ უჭირს. მინისტრთა კაბინეტი და არეულ-დარეული პოლიტიკური სპექტრი რომ არ იყოს, ქვეყანას ასე არ გაუჭირდებოდა", - აღნიშნა მან.
ამასთან, გიორგი შენგელაიას თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის პენსიებს გაზრდის.
შენგელაიას კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით საინიციატივო ჯგუფი ცესკოში წარსადგენად ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.