"ოთარმა მას დაარტყა" - რას ამბობს ივანიშვილი ფარცხალაძე - ყიფიანის დაპირისპირებაზე?
"სარდაფში რომ ჩაიყვანა ფარცხალაძემ ყიფიანი მერე რას უპირებდა? თქვენი ტელევიზიით არ გადაეცით რას უპირებდა?", - ასე უპასუხა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პარტიის თავჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის კითხვას იმის შესახებ, იცოდა თუ არა ივანიშვილმა ფარცახალძე-ყიფიანის დაპირისპიერებაზე, კონკრეტულად კი "სარდაფის ეპიზოდზე".
„ოქუაშვილი გამოჩნდა იმის შემდგომ, როდესაც მას დაუყადაღეს ქარხანა და შეუწყვიტეს აქციზების გაცემა, როდესაც გაუკეთეს რესტრუქტურიზაცია, 50 მილიონ ლარზე მეტი დაუგროვდა სახელმწიფოში გადასახდი. ამის შემდგომ წამოვიდა შანტაჟზე, ამ კაცს გადახდა არ უნდოდა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ტელეკომპანია "იბერიის" შენახვა ძვირი არ ღირს, ამას მიაბა, რომ ხურავენ ტელევიზიას ასეთ გაუგებრობაში შევიდა, ასე გავიცანით ოქუაშვილი, რამდენად სანდოა კაცი, რომელიც 50 მილიონს არ უხდის სახელმწიფოს, მაყურებელმა გადაწყვიტოს. ვიდეო, რომელშიც ის ამბობს, რომ ივანიშვილთან იყო კაბინეტში, რომელმაც 4 თითი აჩვენა და რატომ უნდა გადაეხადა და სად უნდა გადაეხადა მან ეს ვერ ახსნა... ეს კაცი ბიუჯეტში ფულს არ იხდის", - განაცხადა ივანიშვილმა,
მისივე თქმით, ფარცახალაძის თემა ოქუაშვილის მსგავსად ხელოვნურად არის აწეული.
"ოქუაშვილის თემა რომ დავასრულოთ ჩანაწერებს განახებთ, ლევან ყიფიანი მასთან მივიდა, შეაგინა და ოთარმა მას დაარტყა".
"თქვენ მძევლად აიყვანეთ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი და აწვდით სიცრუეს, თქვენც დაჟინებით ცდილობთ, რომ არ გაიგოს ჩემი პასუხი ტელემაყურებელმა. ნუ მიშლით საუბარს", - მიმართა ივანიშვილმა ეკა კვესიტაძეს.