პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის თანამდებობაზე კი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება - კვირის პალიტრა

პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის თანამდებობაზე კი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება

მმართველმა გუნდმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება, რომელიც აღნიშნულ უწყებას რამდენიმე წლის წინაც ხელმძღვანელობდა.

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა პირებმა განუცხადეს, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ განცხადება ოფიციალურად სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაკეთდება

"ინტერპრესნიუსი"