ვინ არის პრემიერ გიორგი გახარიას მეუღლე?
საზოგადოებას პრემიერ გიორგი გახარიას თაობაზე ყველაფერი აინტერესებს, მით უფრო, რომ მისი ეკონომიკის და თუ შს მინისტრობისას მის პირად ცხოვრებაზე ბევრი არაფერი იყო ცნობილი.
როგორც გიორგი გახარიას ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, მისი მეუღლე 1983 წლის 10 აპრილს დაბადებული მარიკა ფანცულაიაა. წყვილს 8 წლის ანნა ჰყავს. მარიკა ფანცულაია პროფესიით ექიმ-ბაქტერიოლოგია და "ავერსის" ცენტრალურ ფილიალში მუშაობს, რის თაობაზეც ინფორმაცია კლინიკის ვებგვერდზე იძებნება.
გიორგი გახარიამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2019 წლის 30 მაისს შეავსო, რომლის მხიედვითაც, მარიკა ფანცულაიას საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა ტოიოტა RAV4, რომელიც 2016 წელს 22 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.
რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ფანცულაიას "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე ერიცხებოდა 1192,5 ლარი, იმავე ბანკში დეპოზიტის სახით კი 52 0000 აშშ დოლარი ჰქონდა.
2018 წელს მარიკა ფანცულაიამ ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ექიმ-ბაქტერიოლოგის თანამდებობაზე ანაზღაურების სახით აიღო 11372 ლარი. საანგარიშო პერიოდში მარიკა ფანცულაიამ უძრავი ნივთის ნასყიდობით შემოსავლის სახით მიიღო 72 0000 ლარი.