"მეუფე იაკობს ჰყავდა ლობი "ოცნების" ერთ-ერთ შტოში. მოსაყდრეობას ჰპირდებოდნენ, ასე არ მოხდა და ახლა ცდილობს შური იძიოს"
"მეუფე იაკობი საკმაოდ დაახლოებული პირი იყო ბიძინა ივანიშვილთან. დღეისთვის მასთან საერთოდ აღარ მიესვლება" - რა შეიძლება იმალებოდეს ბოდბელი ეპისკოპოსის ნაამბობში?!
საქართველოს საპატრიარქოს გარშემო სკანდალი გრძელდება. ამ ცოტა ხნის წინ ბოდბელმა ეპისკობოსმა მეუფე იაკობმა ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია, ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქის წინააღრმდეგ შეთქმულებაში საჯაროდ დაადანაშაულა. როგორც მეუფემ განაცხადა, შეხვედრა მაშინდელი პრემიერის კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელიც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდებოდა. მისი თქმით, შეხვედრაზე, სადაც მას დაუძახეს იმყოფებოდა გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი. მეუფე იაკობის თქმით, პატრიარქის გადაყენების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო. მეუფებ "ციანიდის საკითხზეც" ისაუბრა და თქვა, რომ ესეც სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შეთქმულების ნაწილი იყო. რა ხდება საქართველოს საპატრიაქოში, ადგილი აქვს შეთქმულების თეორიების გავრცელების მცდელობა თუ რეალურ კრიმინალურ გარჩევებს, ამის გარკვევას თეოლოგი გიორგი ტიგნაშვილთან საუბრისას შევეცადეთ.
გიორგი ტიგინაშვილი: - საპატრიარქოში არსებული კრიზისი ცხადია, რაც განპირობებულია მარვალწლიანი სისტემებური პრობლემებით. თეოლოგების დიდი ნაწილი საპატრიარქოს მრავალი წლის განვლობაში მოვუწოდებდით რომ რეფორმები განეხორციელებინათ სისტემაში. ეს არის ერთადერთი ინსტიტუცია სახელმწიფოში, რომელშიც დამოუკიდბელობის დღიდან ამ დრომდე არ განვითარებულა. პრობლემა მხოლოდ მეუფე იაკობი და მისი განცხადებები არ არის, ძალიან ბევრი სხვა პრობლემაა. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, პატრიარქს მისივე აღზევებულმა კადრებმა უმტყუნეს.
- როგორ გგონიათ, მეუფე იაკობის ნაამბობი შეთქმულების თეორიაა თუ მსგავსი შეთქმულება მართლაც დაგეგმილიყო? - გამოვრიცხავ, რომ ხელსუფლების ნებისმიერ შტოს პატრიარქის ლიკვიდაცია დაეგეგმა, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ისედაც მხცოვანი და ხანდაზმული პატრიარქის მკვლელობა, უბრალოდ, ალოგიკურია. გარდა ამისა, ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის უშუალო და მჭიდრო ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. კათოლიკოს-პატრიარქი ხშირად გვევლინება როგორც სუვერენი, როგორც ლეგიტიმაციის მთავრი წყარო ხელისუფლებებისთვის. მისი უწმინდესობა არასდროს ყოფილა დესტრუქციული. პირიქით, ის ყოველთვის იყო ლიალური ხელისუფლებებთან ურთიერთობებში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არავითარ ინტერესებს არ წარმოადგენდა მავანისათვის მისი მოკვდინება. ჩემი აზრით, მეუფე იაკობს ამოძრავებს პირადი მოტივები და ზრახვები, რადგან ის განაწყენებულია.
- რა შეიძლება იყოს მისი განაწყენების საგანი? - ყველამ ვიცით, რომ მას ჰყავდა ლობი "ქართული ოცნების" ერთ-ერთ შტოში. რომლებიც მეუფეს ჰპირდებოდნენ, რომ განიხილავდნენ პატრიარქის მოსაყდრედ. ფაქტია, ეს ასე არ მოხდა და ახლა ცდილობს ავნტურაზე წავიდეს - შური ამ ფორმით იძიოს. ამის გამო მას მოუწევს პასუხისგება, როგორც სინოდის და პატრიარქის, ასევე საზოგადოების წინაშე. ამავდროულად შესაძლოა მასზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს, რადგან ის ახლა ირწმუნება, რომ "ციანიდი" დადგმული სპექტაკლია, მაშინ როდესაც, აქამდე ამბობდა, რომ ეს იყო მკვლელობის ორგანიზება. თუ მეუფე იაკობმა იცოდა, რომ "ციანიდი" დადგმული სპექტაკლი იყო და მსგავს განცხადებებს აკეთებდა, გამოდის, დანაშაულს ფარავდა.
- პატრიარქის მოსაყდრეს ვინაობა უკვე ორი წელია გარკვეულია და მეუფე იაკობი ახლა გაბრაზდა? - რეალური სურათი ასეთია, ძალაუფლება თანდათანობით გამოეცალა საპატრიარქოს სხვადასხვა უწყებებში და ბოლოს სრულ იზოლაციაში მოექცა. მეუფე იაკობი საკმაოდ დაახლოებული პირი იყო ბიძინა ივანიშვილთან. დღეისთვის მასთან საერთოდ აღარ მიესვლება, გაურკვეველი მიზეზების გამო. როგორც ჩანს ამის ფონზე, წყენამ და ბრაზმა კულმინაციულ პიკს მიაღწია და ალკოჰოლური თრობის შედეგად თქვა ეს ყველაფერი.
- ამბობენ, რომ მეუფე იაკობს ორი წელია საერთოდ არ დაულევია.
- რას ამბოთ, მე ვიტყოდი, რომ ორი წელია, რაც სვამს. სხვათაშორის, ნიშნადობლივია, რომ მთვარობის წევრებთან, პრივატული საუბარი, რომელზეც ის აპელირებს, მისივე თქმით, სამი წლის წინ შედგა. ესეც თავისთავად აჩენს ეჭვებს. მას არათუ შეეძლო, ვალდებულიც იყო ამის შესახებ ან სინოდის ფორმატში ესაუბრა, ან კონფერენცია მოეწყო საზოგადოების წინაშე, ან საგამოძიებო უწყებებისთვის მიემართა. ბოლობოლო პატრიარქისთვის მაინც ეთქვა. სხვათაშორის თავად იმასაც ამბობს, რომ თითქოს ამ შეთქმულების შესახებ პატრიარქმა ყველაფერი იცისო. გამოდის, კათალილოსის ღირსებასაც ლახავს. მისი საუბრიდან ისე ჩანს, რომ საქართველოს ეკლესიის მმართელი სრულიად უუნარო, ამავე დროს არაკეთილსინდისიერიც არის. პატრიარქმა იცის, რომ ასეთი შეთქმულებები იგეგმება და არაფერს ამბობს? ასეთ ვითარებაში დუმილი საეკლესიო კანონმდებლობითაც დანაშაულია. ჩემი აზრით, მეუფე იაკობის მგომარეობა ძალიან მძიმეა და საკამაოდ ფატალურად დაამთავრებს ყველაფერს. თუმცა, ყევლაზე არსებითი ის არის რომ სახეზე გვაქვს არა ცალკეული პიროვნების დევიანტური ქცევა, არამედ სისტემური პრობლემა. ვიცი, რომ კიდევ ძალიან ბევრი დარღვევა გამოვლინდება, რაც ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს ეკლესიის იმიჯს და რეპუატაციას.
- გიორგი მამალაძის წერილის შესახებ თუ იცით რაიმე? - ვერაფრის მტკიცებას დავიწყებ, წერილი პირადად არ წამიკითხვას, მასზე არავითარი წვდომა არ მქონია. მხოლოდ გადმოცემით ვიცი, რომ წერილში ძალიან დელიკატურ საკითხბეზე და ჰომოსექსუალიზმზეა ლაპარაკი, რაც რამდენიმე ძალიან გავლენიან სასულიერო პირს შეეხება.
- ასეთი ვერსიები, შეთქმულებები, მოარული ხმები ფაქტია, რომ საბოლოოდ ეკლესიის დისკრედიტაციას ახდენს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამით კონკრეტული პირები და სამსახურები არიან დაინტერესებულნი?
- როდესაც ასეთი შიდა კომფლიქტები ხდება, თავისთავად ერთვება საქმეში უცხო ქვეყნების სპეცსამსხურები, მაგრამ ვისგან მოდის ამის ინსპირაცია რთულად დასადგენია. როდესაც საქართველოს საპატრიარქო პრობლემებზე საუბრობს მუდმივად ქმნის მტრის ხატს და მესამე პირში საუბრით იფარგლებია. ეს არასწორი მიდგომაა, შეუძლებელია გარედან ავნო საქმეს ისე, რომ შიგნით ასე აიმღვრეს ვითარება. მე თუ მკითხავთ, პირიქით არის, ჭირმა თავი ვერ დამალა. საპატრიარქო ყოველთვის ცდილობდა პრობლემის პრევენცია მოეხდინა მხოლოდ გადაგორებით, მიჩუმათებთ, შედეგად კი ეს მოცემულობა მივიღეთ.
იხილეთ ასევე: "მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო"
ხათუნა ბახტურიძე