გიგი უგულავა სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს - ის აქციაზე ტაქსით დაბრუნდა - კვირის პალიტრა

გიგი უგულავა სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს - ის აქციაზე ტაქსით დაბრუნდა

სამართალდამცავებმა გიგი უგულავა გაათავისუფლეს. უგულავა რამდენიმე წუთის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციაზე, ტაქსით დაბრუნდა.

"რაღაც ამდაგვარს ველოდი. გზაში რა განმარტებაც გააკეთეს, იყო ის, რომ რადგან ერთ-ერთი ლიდერი ბრძანდებით, შეიძლება თქვენ სიტყვას ესკალაცია მოჰყოლოდაო და ჩემ სიტყვას თუ შეიძლება ესკალაცია მოჰყვეს, მივიღებ კომპლიმენტად", - განაცხადა აქციაზე დაბრუნებულმა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო, რა დროსაც პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავა. მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ უგულავა ტერიტორიიდან განარიდეს.

"ინტერპრესნიუსი"