ვინ არის სააკაშვილის მოადგილედ დანიშნული ილშანსკი, რომელიც კარგა ხანია კანაფის ლეგალიზებას ითხოვს? - კვირის პალიტრა

ვინ არის სააკაშვილის მოადგილედ დანიშნული ილშანსკი, რომელიც კარგა ხანია კანაფის ლეგალიზებას ითხოვს?

მას მერე, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაიანის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნა არ მოხერხდა, უკარიანის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მას სხვა თანამდებობა გამოუძებნა და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. როგორც ჩანს, ეს დანიშვნა სკნადალური გამოდგება - ოფიციალურმა თბილისმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

სოციალურ ქსელებში რეზონანსი მოჰყვა ასევე სააკაშვილის მოადგილედ ალექსანდრე ოლშანსკის დანიშვნას. ის 1969 წელს დაიბადა და უკრაინელი მეწარმეა, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საინფორმაციო ტექნოლოგიები, არის ინტერნეტ-ჰოლდინგ Internet Invest Group-ის პრეზიდენტი, ფლობს ინტერნეტ-კომპანიებს Imena.ua და Mirohost-ს.

ალექსანდრე ოლშანსკი კარგა ხანია პოლიტიკოსობასაც ცდილობს. ცნობილია თავისი არაორდინალური იდეებით, მაგალითად, მხარს უჭერს კანაბისის (კანაფის) ლეგალიზებას. ოლშანსკიმ "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა: "მირეკავენ და მთხოვენ "პროგრამა" წარვადგინო. ვინც მე მიცნობს, ჩემგან ვერაფერს ახალს ვერ გაიგონებს, სხვებისთვის კი მოკლედ ვიტყვი: თუ ეკონომიკა არ იარსებებს, არც სახელმწიფოს დამოუკიდებლობა არ იქნება; გადასახადები მოხმარების მიხედვით უნდა იქნეს გადახდილი; დამატებითი ღირებულების გადასახადი - ბოროტებაა; სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ის მხოლოდ ჰყოფს; მიწის გაყიდვა - ბატონყმობის გაუქმების ფინალური წერტილია და ა.შ."

რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამედიცინო კანაბისი ლეგალიზებული უნდა იყოს როგორც ყოველი სამედიცინო საშუალება. "რაც შეეხება რეკრეაციულ კანაბისს, ისიც, მაგრამ ცოტა გვიან", - წერს ალექსანდრე ოლშანსკი. იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ვიდეო, რომელშიც ალექსანდრე ოლშანსკი მომხრეებს აცნობებს, რომ დეპუტატობის კანდიდატად დაარეგისტრირეს