"ივანიშვილს გახარიას მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს გახარიას მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს"

"პოსტპანდემიური პერიოდი როდის დადგება, უცნობია. კორონავირუსის მეორე ტალღა ჯერ კიდევ წინ გვაქვს და რისი გაკეთება მოგვიწევს, არ ვიცით. რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, პრობლემაა, რომ ამომრჩევლის დიდ სეგმენტს არ სურს წარსულის სასარგებლოდ არჩევნის გაკეთება, არ მოსწონს აწმყო და ელოდება მომავალს", - ამბობს  ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- გიორგი გახარიას თქვენ ყოველთვის კარგ მენეჯერად მიიჩნევდით. რას ელით მისგან წინასაარჩევნოდ?

- საარჩევნოდ გახარია შეუცვლელია. ცოდვები მასაც აქვს, თუმცა სხვებთან შედარებით ბევრად უკეთესია. გია ხუხაშვილი ცხადია, გახარია მმართველ გუნდში ძალიან არ უყვართ, ბევრს აღიზიანებს და დიდი სიამოვნებითაც მოისროდნენ გუნდიდან, მაგრამ ხვდებიან, რომ ერთადერთია, ვინც შეიძლება მართლა დადოს შედეგი.

- შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, ვის არ უყვარს?

- ბიძინა ივანიშვილს მის მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს. ერთი მხრივ, ეჭვიანობს და ხვდება, რომ მის აბსოლუტურ ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის, მეორე მხრივ, იცის, რომ უმისოდ არჩევნებზე ფონს ვერ გავა. კბილების ღრჭიალით შეინარჩუნებს არჩევნებამდე, შავ სამუშაოს შეასრულებინებს და მერე გადააგდებს.

- თქვენ 20 ივნისის ღამის შემდეგაც ამბობდით, ივანიშვილი გახარიას შავ საქმეს შეასრულებინებს და გადააგდებსო.

- გახარიას იდეალიზებას არ ვცდილობ, მაგრამ კრიზისის მართვის იშვიათი უნარი გამოამჟღავნა და შეუცვლელი გახდა. ივანიშვილს საშუალება რომ ჰქონდეს, სხვაზე დადებდა ფსონს, მაგრამ ჯერ არა აქვს ამის ფუფუნება. ვნახოთ, ამჯერად როგორ ითამაშებს ჭადრაკს. ბევრი რამ მასზეც არ არის დამოკიდებული, ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით ხომ არ განვითარდება?

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: რა ხდება "ქართული ოცნების" კულუარებში?