ირაკლი ღარიბაშვილი: "რატომ დადის მელია გარეთ, გამაგებინეთ?" - კვირის პალიტრა

ირაკლი ღარიბაშვილი: "რატომ დადის მელია გარეთ, გამაგებინეთ?"

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360" განაცხადა, რომ ის არ იწონებს და არ ეთანხმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა. "ჩემთვის გაუგებარი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან მჯერა, მეტიც, პირადად ვარ მომსწრე და თვითმხილველი იმ ძალადობრვი მოწოდებებისა და ქმდებებისა, რაც ამ ადმიანებმა - ოქრუაშვილმა, უგულავამ და მელიამ და სხვებმა ჩაიდინეს... რატომ დადიან ეს ადამიანები თავისუფლად ქუჩაში?  ჩვენ თუ არ დავასრულეთ ეს, თუ არ დავსაჯეთ ეს ადამიანები სამაგალითოდ, რომლების ქმედებაც უკავშირდება ჩვენი ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მცდელობას, ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ჩვენ ეს უკვე ვიწვნიეთ, როდესაც 90-იან წლებში დავამხეთ ეროვნული მთავრობა. ერთი რამ არ დაავიწყდეთ ამ ვაჟბატონებს, დღეს ჩვენ  აბსოლიტურად სხვა მთავარობა ვართ, ამათ ეს არ გაუვათ... რატომ დადის მელია გარეთ, გამაგებინეთ? ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, ეს უბძგებს სხვა ადამიანებს, რომ იგივე გაიმეორონ... სასამართლომ მიღო ეს გადაწყვეტილება. ეს არის სახიფათო პრეცდენეტები. მთავარი საფრთხე ამ ქვეყნის არის ჩვენი დესტრუქციული, რევანშისტული ოპოზიცია, რომელიც 100%-ით არის დარწმუნებული, რომ კანონიერი, არჩევნების გზით ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მათ ერთადერთი გზა რჩებათ, რომ ძალადობრივად და რევოლუციურად დაამხონ ხელისფლება, მაგრამ არ გამოუვათ. ჩვენ სხვა ხალხი ვართ, სხვა მობილიზება და ხალხის ნდობა გვაქვს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ასევე: ირაკლი ღარიბაშვილის ქონება და ოჯახური ფოტოები - პრემიერობიდან თავდაცვის მინისტრობამდე?