"არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება" - გუბაზ სანიკიძე ბოდიშს იხდის - კვირის პალიტრა

"არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება" - გუბაზ სანიკიძე ბოდიშს იხდის

"გუშინ არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირებით, ეს არის ჩემი ბრალი", - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა და ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში განაცხადა.

სანიკიძემ აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანს ბოდიში მოუხადა:

"არასწორად ჩამოვაყალიბე აზრი, ამიტომ ბოდიში, მინდა, მოვუხადო ოფიციალურად ამერიკის საელჩოსა და ქალბატონ ელჩს. მინდა, დავადასტურო ჩემი უღრმესი პატივისცემა აშშ-ის მიმართ, საქართველოში ამერიკის საელჩოს უკიდურესად პოზიტიური როლის მიმართ, რომელიც აგერ 30 წელია, ფაქტობრივად, იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას. საელჩოს წარმომადგენლებს თუ სურვილი ექნებათ, მზად ვარ, შევხვდე და ჩემი ახსნა-განმარტება მივცე",- აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენეთ, სანიკიძე "ტვ პირველის" ეთერში განცხადა, რომ აშშ-ს საელჩო ბიძინა ივანიშვილს უსმენს.

იხილეთ ასევე: "ამერიკის საელჩო ივანიშვილის საუბრებს ისმენს" - რა უპასუხა აშშ-ის ელჩმა გუბაზ სანიკიძის სკანდალურ განცხადებას?