"გაბუნია რაღაც არასტაბილური ტიპია, თან მშიშარაა..." - რა ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს უკრაინული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"გაბუნია რაღაც არასტაბილური ტიპია, თან მშიშარაა..." - რა ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს უკრაინული გამოცემა?

"იცოდა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას მკვლელობის მზადების თაობაზე? - თურმე იცოდა" , - ამ წარწერით აქვეყნებს უკრაინული გამოცემა  Obozervatel-ი ფარულ სატელეფონო ჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში ე.წ. გიორგი გაბუნიას საქმეზეა ლაპარაკი. შინაარსის მიხედვით ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ნიკა გვარმიამ დროზე ადრე გაამხილა გარკვეული ინფორმაცია. ასევე ისმის ფრაზა: "გაბუნია რაღაც არასტბილური ტიპია, თან მშიშარაა..."

ჩანაწერი უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა "იმედმა".

შეგახსენებთ, ამ საკითხზე ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, სასამართლოში დღეს გამოიკითხებიან.

მოისმინეთ საუბარი