რამზან კადიროვმა ოკუპირებულ ცხინვალს 100 ტონა ფქვილი საჩუქრად გაუგზავნა - კვირის პალიტრა

რამზან კადიროვმა ოკუპირებულ ცხინვალს 100 ტონა ფქვილი საჩუქრად გაუგზავნა

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ოკუპირებული ცხინვალს 100 ტონა ფქვილი გაუგზავნა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ინფორმაციით, ე.წ. ჰუმანიტარული დახმარება „თავდაცვის სამინისტროსა“ და პურფუნთუშეულის კომბინატის საწყობში განათავსეს.

ე.წ. პრეზიდენტის ადმინიტრაციის ცნობით, „ჰუმანიტარული დახმარება“ ე.წ. რესპუბლიკის ღარიბ მოსახლეობას დაურიგდება.

მანამდე კი, არსებული ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთს ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის მეთაურმა რაშიდ ტერმეზოვმა გაუგზავნა 50 ტონა შაქარი.

"ინტერპრესნიუსი"