"ყოველ ჯერზე ივანიშვილი "ტრიუკებით“ აღწევდა, რომ თავი გაემართლებინა, ამჯერად ამდენი ღირსეული ადამიანის ნებას ვერ გაუძლებს"
აქციები მრავალჯერ ჩატარდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როგორც თვითონ ივანიშვილმა იცის თქმა, ე.წ. ტრიუკებით აღწევდა, რომ როგორმე ბინძური მეთოდებით გაემართლებინა თავი, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს უკვე ივანიშვილი უამრავი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ვეღარ წავა.
„ამჯერად ამდენი ხალხის, ამდენი ღირსეული ადამიანის ნებას ვერ გაუძლებს, ამაში დარწმუნებული ვარ და დღეიდან მისი მოღვაწეობა უნდა დამთავრდეს. ოპოზიციის მოთხოვნები ერთია, მეორეა ხალხი, ხალხია ოპოზიციაც, მთავრობაც, ხელისუფლებაც, ხალხის ნება უნდა დაკმაყოფილდეს და არა ბიძინა ივანიშვილის და მისნაირი დიქტატორებისა“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"