"მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ოპოზიციის თითოეულ წევრს, რომელიც არ შევიდა "ბუტკაში" - კვირის პალიტრა

"მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ოპოზიციის თითოეულ წევრს, რომელიც არ შევიდა "ბუტკაში"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარლამენტის დეპუტატებს ხელისუფლება პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ 2-3 მილიონ დოლარს სთავაზობდა. აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციას პარლამენტში არ შესვლის გამო მადლობა გადაუხადა.

"მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ოპოზიციის თითოეულ წევრს, სინამდვილეში გამარჯვებული კოალიციის თითოეულ წვერს, რომელიც არ შვეიდა "ბუტკაში“, არ შევიდა ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ უკანონო პარლამენტში. საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, ეს არის უკანონო ორგანო, იმიტომ რომ იმ დასკვნების, ლაპარაკის ფონზე, იმის ფონზე რაც იყო, რომ თითოეულ დეპუტატს, ვინც თვითონ გამოაცხადეს დეპუტატად, 2-დან 3 მილიონ დოლარამდე "ქეშს“ სთავაზობდნენ, წინა დღეებში, ისტერიულად, ივანიშვილის შიკრიკები, ეს ვიცი ზუსტად, მე არასდროს ვჭორაბ ასეთ თემებზე. ამ ხალხის უმეტესობა, ბევრი ადამიანი არის ხელმოკლე, მე ხომ ვიცნობ რა ხალხიც არის, ეს ხომ არ არიან მილიონერები, მათთვის ის ხელფასი, რამდენიმე ათასი ლარიც ძალიან დიდი ხელფასია ამ ხელმოკლეობის პრიობებში. ამ ხალხმა, ამ პარლამენტის წევრებმა გადაწყვიტეს ქართველი ხალხის გვერდით დადგომა. ჩემი აზრით, ეს არის სამოქალაქო გმირობა. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი არ არის ყოვლისშემძელე, ფულს ჩაყრის და ყველაფერს იყიდის, ბევრ რაღაცას იყიდის, მაგრამ არის რაღაცეები, რაც არ იყიდება, არის ხალხი, ვინც არ იყიდება და თითოეულ ამ ადამიანს მინდა დიდი მადლობა ვუთხრა... ეს არის მართლაც დიდი მიღწევა ქართული დემეოკრატიისთვის“, - განაცხადა სააკშვილმა.