"ზურაბ ჟვანიას შემდეგ ასეთი პოლიტიკური კლასი არავის უჩვენებია. ისიც დადასტურდა, რომ არც 20 ივნისს გაუცია ბრძანება" - გია ხუხაშვილი გახარიას გადადგომას აფასებს
ექსპერტი გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ოპოზიციამ უნდა შეინარჩუნოს ობიექტურობა და აღიაროს, რომ ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესისთვის გზის გახსნაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა გახარიას ნაბიჯმა. ზურაბ ჟვანიას შემდეგ ასეთი პოლიტიკური კლასი არავის უჩვენებია. არა აქვს მნიშვნელობა მისი მოტივების განხილვას, შედეგი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია.
ჩემი აზრით, ისიც დადასტურდა, რომ არც 20 ივნისს გაუცია ბრძანება. მას ეს “კომპრომატი” ხელისუფლებამ ჩაუდო და ეგონა, რომ ამით მართავდა", - წერს გია ხუხაშვილი.
ინფორმაციისთის, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. როგორც მან განმარტა, გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე და აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. წყარო