Rolex-ის საათები და Cartier-ის სამკაულები - რა ქონებას ფლობს პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნებული მარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
კერძოდ, საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკონომიკის სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.
პარლამენტში არჩევამდე, 2019-2020 წლებში მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ამავე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა 2012-2014 წლებში, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლამდე ტუროპერატორი კომპანია "ვოიაჟერი"-ს გენერალური დირექტორი და, ამავდროულად, ავიაკომპანიის ფლყდუბაი რეგიონალური მენეჯერი იყო.
ქვრივიშვილმა ბოლო ქონებრივი დეკლარაცია პარლამენტის წევრობისას მიმდინარე წლის 21 აპრილს შეავსო. დეკლარაციის თანახმად, 2020 წლის იანვარ-11 დეკემბრის პერიოში მისმა შემოსავალმა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე 45 953 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას, ქვრივიშვილი ფლობს, ბინას თბილისში და მსუბუქ ავტომობილს - BMჭ - ხ6-ს. მის საკუთრებაშია ასევე: Rolex-ის საათი, რომელიც 2016 წელს საჩუქრად მიიღო და მისი ღირებულება 10 000 აშშ დოლარია. ამავე ბრენდის მეორე საათი, მარიამ ქვრივიშვილმა 2017 წელს შეიძინა და მასში 12 000 აშშ დოლარი გადაიხადა. დეკლარაციის მიხედვით, ეკონომიკის მინისტრის ახალ მოადგილეს ეკუთვნის Cartier-ს სამაჯურიც, რომელიც 2017 წელს 7 000 აშშ დოლარად შეიძინა და ამავე ბრენდის ბეჭედი, რომლის ღირებულებაც 3 500 აშშ დოლარია. გაგრძელება