საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, სოფელ ახალუბნიდან გატაცებული 2 ადგილობრივი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - კვირის პალიტრა

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, სოფელ ახალუბნიდან გატაცებული 2 ადგილობრივი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, სოფელ ახალუბნიდან გატაცებული 2 ადგილობრივი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნიდან 2 ადგილობრივი რამდენიმე საათის წინ გაიტაცეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შესახებ ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.