"სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმა არის რაღაც სიმულაცია, არჩევნებამდე ამ კლოუნადის მომსწრენი ვიქნებით" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმა არის რაღაც სიმულაცია, არჩევნებამდე ამ კლოუნადის მომსწრენი ვიქნებით"

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური დასრულდება, შემდეგ თავიდან ბოლომდე უნდა გადავერთოთ სხვა რეჟიმზე. ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი - დღის წესრიგიდან ეს საკითხი 30 ოქტომბრის შემდეგ საბოლოოდ უნდა მოიხსნას,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი იქნება იმ რეჟიმში როგორ რეჟიმშიც არიან სხვა პატიმრები და ამას ყველა უნდა მიეჩვიოს.

კობახიძის განცხადებით, საქართველოში პატიმრის უფლებები დაცულია და სააკაშვილის როგორც პატიმრის უფლებები იქნება დაცული, მაგრამ ეს უფლებები იქნება დაცული იმ სტანდარტების შესაბამისად, როგორც ვრცელდება პატიმარზე.

"ყველა დაიღალა ამ სპეკულაციებით, ეს სპეკულაციები შემდეგი დღეების განმავლობაში მოიმატებს, რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით არჩევნებს. გვაქვს პარტიის ოფისიდან გამოტანილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმა არის რაღაც სიმულაცია, შეუძლოდ არის და ა.შ. არჩევნებამდე ამ კლოუნადის მომსწრენი ვიქნებით. საბოლოო ჯამში ყველა დაიღალა ამით.

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური დასრულდება, შემდეგ თავიდან ბოლომდე უნდა გადავერთოთ სხვა რეჟიმზე. ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი და თან პატიმარი, რომელსაც სხვებზე მეტად მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე ის იქნება იმ რეჟიმში როგორ რეჟიმშიც არიან სხვა პატიმრები და ამას ყველა უნდა მიეჩვიოს და დღის წესრიგიდან ეს საკითხის 30 ოქტომბრის შემდეგ საბოლოოდ უნდა მოიხსნას.

ამასთან, რაც შეეხება კონსილიუმის შეჯერებულ პოზიციას, როგორც იყო ეს ტყუილის სახით წარმოდგენილი კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან, ეს ასე არ ყოფილა, ეს არ ყოფილი კონსილიუმის შეჯერებული პოზიცია. რაც შეეხება სააკაშვილის წარმომადგენლებს, მათ აქვთ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, ისინი შეიძლება აყენებდნენ ამ საკითხს, მაგრამ კონსილიუმს ასეთი შეჯერებული პოზიცია არ ჰქონია, შესაბამისად იტყუება არა რატი ბრეგვაძე, არამედ სამი კონკრეტული ტელევიზია",- განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"