ზურა ყიფშიძე: "უზრდელი ყოფილა ეგ ერდოღანი და მეტი არაფერი!"
"მე ქართველად მომიხსენიებდნენ, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ უარესსაც მიწოდებდნენ, - ისინი მე სომეხს მეძახდნენ, თუმცა მე თურქი ვარ" - ეს განცხადება თურქეთის პრემიერმინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა... პრემიერ-მინისტრ ერდოღანის ამგვარმა გამონათქვამმა თურქეთის მედიასა და სოციალურ სივრცეში აღშფოთება გამოიწვია.
ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ ცნობილ ქართველ მსახიობ ზურა ყიფშიძეს...
- უზრდელი ყოფილა ეგ ერდოღანი და მეტი არაფერი... შეეძლო ეთქვა, თურქი ვარო და ნორნალური ფორმით ეთქვა, რომ არ არის ქართველი, ან სომეხი... რას ჰგავს ასეთი განცხადება - ქართველს მეძახდნენ, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ უარესსაც მიწოდებდნენო?! არაფრის თქმა არ შემიძლია იმის გარდა, რომ ძალიან უცნაური კაცი ყოფილა ვიღაცაა ეგ ბიძია-ბაბუა ერდოღანი...
- ამ დროს ქართულ სატელევიზიო არხებზე სულ თურქული სერიალები გადის...
- მე არ ვუყურებ ამ სერიალებს, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი ხალხი უყურებს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ ეს სერიალები. თუმცა ამ მხრივ პრობლემა საკუთარ თავებში უნდა ვეძებოთ, ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ, ერდოღანი კი არა...
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)