"არსენალის მთა" ივანიშვილმა იყიდა, კიდევ რომელი და რა ფასიანი ნახატები ინახება მის კოლექციაში
უკვე დადასტურებული ინფორმაციაა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნიკო ფიროსმანის ნახატი "არსენალის მთა ღამით" კრისტის აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად შეიძინა.
მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ფიროსმანის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევრად აღიარებული ნახატი, მის კერძო მფლობელს კრისტის აუქციონზე გაჰქონდა, საქართველოში დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ სახელმწიფოს უნდა ეზრუნდა ფიროსმანის ნახატის სამშობლოში დაბრუნებაზე. მოკლედ, ფიროსმანის ნახატი სამშობლოში ბრუნდება, გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი მას სახელმწუფო მუზეუმს გადასცემს.
მოგეხსენებათ, ივანიშვილი მსფლიოში ერთ-ერთი ძვირადღირებული ნახატების კოლექციის მფლობელია. (იხილეთ ფოტოგალერეა).
2013 წელს ავსტრალიურმა ონლაინგამოცემა Business Insider-მა მსოფლიოში იმ 10 მილიარდერის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთაც ხელოვნების ნიმუშებში ყველაზე დიდი ფული აქვთ გადახდილი. რეიტნგში მე-4 ადგილზე ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოხვდა, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, 1 მილიარდი ღირებულების ხელოვნების ნიმუშების მფლობელია. როგორც Business Insider-ი აღნიშნავს, საერთო ჯამში, ხელოვნების ნიმუშებში გადახდილი თანხა ბიზნესმენის ქონების 15,6%-ს შეადგენს. "2006 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანია, 95 მილიონი დოლარი გადაიხადა პაბლო პიკასოს ფერწერულ ტილოში "დორა მაარი კატასთან ერთად", - წერდა ავსტრალიური გამოცემა და დასძენდა, რომ იმ დროისთვის აუქციონების ისტორიაში ხელოვნების ნიმუშში გადახდილი ყველაზე დიდი თანხა იყო.
ექსპრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, უკვე დიდი ხანია, რაც ნახატების შეგროვებითაა დაკავებული. იგი ჯერ კიდევ რუსეთში მოღვაწეობისას დაინტერესდა მსოფლიოს ცნობილი მხატვრების შედევრებით. მის კოლექციაში ნახავათ ავსტრიელი ფერმწერის ეგონ შილეს, ანიშ კაპურის, როი ლიხტენშტეინის, დემიენ ჰერსტის და ჯეფ კუნსის ნახატებს. ივანიშვილის საყავრელ მხატვრად მიიჩნევე თნამედროვეს სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელი მხატვარი, ნატურალისტი ლუსიენ ფროიდი.
ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებით დიდი თანხა აქვს დახარჯული ავსტრიელი მხატვრის ეგონ შილეს ნამუშევრებზე.
ამერიკული პოპ-არტის თვალსაჩინო წარმომადგენლის, როი ლიხტენშტეინის "ინტერიერი წითელი კედლით" 1991 წლით თარიღდება და ივანიშვილმა 2008 წელს, "სოთბის" აუქციონზე მასში 7 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამ ნახატის ასლი ივანიშვილის ბიზნესცენტრს ამშვენებს, თავად ორიგინალი კი ლონდონში ინახება.
თანამედროვე ამერიკელი მხატვრის ჯეფ კუნსის ტილო, ბიზნესცენტრის შეხვედრების ოთახს ამშვენებს. კუნსი თანამედროვე მხატვრებიდან ყველაზე ძვირად ღირებული ტილოებისა და ქანდაკებების ერთ-ერთ ავტორად არის ცნობილი. ექსპრემიერ-მინისტრის კოლექციას ასევე ამშვენებს შოტლანდიელი მხატვრის, პიტერ დოიგის "თეთრი კანოე", რომლის შეძენა ივანიშვილს 2007 წელს "სოთბის" აუქციონზე 11,3 მილიონი დოლარი დაუჯდა. ივანიშვილის ფავორიტ მხატვართა შორისაა ბრიტანელი დემიენ ჰირსტიც, რომლის ნეო-პოპ-არტის სტილში შესრულებული ტილო – "LSD" – ექსპრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი სახლის კედელს ამშვენებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიძინა ივანიშვილის ძვირად ღირებული კოლექციის კიდევ ერთი მშვენება ავსტრიელი გრაფიკოსისა და ფერმწერის, ავსტრიული ექსპრესიონიზმის აღიარებული ოსტატისა და გუსტავ კლიმტის მოსწავლის – ეგონ შილეს ნამუშევრებია, მათ შორისაა 1915 წელს დახატული "მარტოხელა სახლები," რომლის ფასი 40 მილიონ დოლარად განისაზღვრება. ივანიშვილის კიდევ ერთი ფავორიტი მხატვარია ზიგმუნდ ფროიდის შთამომავალი, ბრიტანელი ფერმწერი, ლუსიან ფროიდია. 2011 წელს გარდაცვლილი ფროიდი თანამედროვე მხატვრებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ავტორად მიიჩნევა. ექსპრემიერ-მინისტრის კოლექციაში ფროიდის "ელი და დავიდი" ინახება.
ჩამოთვლილი მხატვრებისა და მათი ნამუშევრების გარდა, გავრცელებული ვერსიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის კოლექციაში ინახება, ასევე, ფრიდა კალოს, კლოდ მონეს, მარკ შაგალისა და სხვათა ნამუშევრები. ფერწერულ ტილოებთან ერთად, ბატონი ბიძინას გატაცებად ითვლება თანამედროვე მოქანდაკეების ნამუშევრების შეგროვებაც, რომელთა შორისაა: ანიშ კაპურის, ზაჰა ჰადიდის, ჰენრი მურისა და რობერტ ინდიანას ნამუშევრები.