ნანა გორგაძე სამი თვის ფეხმძიმე იყო, როცა დავით ყიფიანი გარდაიცვალა - დიდი ფეხბურთელის უცნობი ქალიშვილი - კვირის პალიტრა

ნანა გორგაძე სამი თვის ფეხმძიმე იყო, როცა დავით ყიფიანი გარდაიცვალა - დიდი ფეხბურთელის უცნობი ქალიშვილი

ჟურ­ნალ "გზის" არ­ქი­ვი­დან (ამჟამად კატო ყიფიანი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტია)

"გარდაცვლილისგან შვილს ბევრი ქალი არ გააჩენდა, მადლობას ვუხდი დედას, ასე რომ გარისკა".

ეკატერინე ყიფიანი ამ ქვეყანას მას შემდეგ მოევლინა, რაც ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი, დავით ყიფიანი დავკარგეთ - ის 2001 წელს, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა... ნანა გორგაძე სამი თვის ფეხმძიმე იყო, როცა საყვარელი ადამიანის დაღუპვა ტელეფონით აცნობეს. ეს ტრაგედია მისთვის დღემდე წარუშლელ ემოციად რჩება. თუმცა, ამ სიცარიელეს კატოს წყალობით ივსებს. უმშვენიერესი ქალბატონი - ნანა საკუთარი სიყვარულის ამბავს გვიყვება, კატო კი საკუთარი საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს.

კატო:

- პირ­ველ კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ა­ში ვსწავ­ლობ. მე­ექ­ვსე კლას­ში ვარ, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლეს­თან არ­სე­ბუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი სტუ­დი­ის მსა­ხი­ო­ბი გახ­ლა­ვართ. ჩვე­ნი რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი აფხა­ზა­ვაა, მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გო­გი კი ზორა ეგუ­ტია. მსა­ხი­ო­ბო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად მაქვს გან­ზრა­ხუ­ლი და იმე­დია, ჩემს გეგ­მებს აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ. სცე­ნა უზო­მოდ მიყ­ვარს. ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც სა­კუ­თა­რი თავი ვი­პო­ვე. მე­უბ­ნე­ბი­ან, - კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი გაქ­ვსო. რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა უდი­დეს სი­ხა­რულს მა­ნი­ჭებს. ვგრძნობ, რომ ეს ჩემი მე­ო­რე სახ­ლი და ჩემი სამ­ყა­როა, ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს - პე­და­გო­გე­ბიც, ბავ­შვე­ბიც. ამა თუ იმ რო­ლის მორ­გე­ბა საკ­მა­ოდ იო­ლად შე­მიძ­ლია.

- რას ნიშ­ნავს შენ­თვის, იყო იმ დიდი ფეხ­ბურ­თე­ლის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო დღემ­დე უდი­დეს პა­ტივს სცემს და ნო­მერ პირ­ველ ფეხ­ბურ­თე­ლად მი­იჩ­ნევს?

- სამ­წუ­ხა­როდ, მამა არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ რო­დე­საც ხალ­ხს ვე­უბ­ნე­ბი, რომ და­ვით ყი­ფი­ა­ნის შვი­ლი ვარ, ყვე­ლას უკ­ვირს და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან: იცი, მა­მა­შე­ნი ვინ იყოო?! ამით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ! მას ძა­ლი­ან ვამ­სგავ­სებ ჩემს ბი­ძას - გოგი ყი­ფი­ანს, რო­მე­ლიც უზო­მოდ მიყ­ვარს, ჩემ­ზე დიდი ამა­გი აქვს. სამი ძმა მყავს - ლე­ვა­ნი, ნი­კუ­შა და გი­ორ­გი, მაგ­რამ ნი­კუ­შა ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს. ჩემს ძმებ­თან და მათ შვი­ლებ­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი მა­მი­და ხარო, - მე­უბ­ნე­ბი­ან (იცი­ნის). ნი­კუ­შას შვი­ლი - ირინ­კა ზუს­ტად ჩემი ხნი­საა, ლე­ვა­ნის შვი­ლე­ბი კი დათი და ზუკა არი­ან. ვერ გად­მოგ­ცემთ, რამ­დე­ნად ბევ­რს ნიშ­ნავს ჩემ­თვის, რომ და­ვით ყი­ფი­ა­ნის შვი­ლი ვარ.

ნანა:

- და­თოს შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. კა­ტოს ძა­ლი­ან ამ­სგავ­სე­ბენ და­თოს: გა­რეგ­ნო­ბით მას ჰგავს და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სურ­ნე­ლიც კი მისი ას­დის. ზოგ­ჯერ ისე გა­ირ­ბენს, რო­გორც დათო მირ­ბო­და ხოლ­მე. ნი­კუ­შაც ამას ამ­ბობს. ვი­სურ­ვებ­დი, ჩემი კატო ისე­თი­ვე ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ზარ­დოს, რო­გო­რიც დათო გახ­ლდათ. გო­ნი­ე­რი და ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნაა. სა­სახ­ლე­ში სპექ­ტაკლს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, ვამ­ბობ­დი: ნე­ტავ, კა­ტოს მსა­ხი­ო­ბუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ვის­გან გა­მოჰ­ყვა-მეთ­ქი? ნი­კუ­შამ მი­თხრა, - რო­გორ, დათო მსა­ხი­ო­ბი არ იყო სტა­დი­ონ­ზე? მა­მა­მისს ჰგავს, ისიც მა­ესტრო იყო მო­ე­დან­ზე და კა­ტოს პირ­ვე­ლი რო­ლიც მა­ესტრო­აო! შარ­შან მა­ესტრო გა­ნა­სა­ხი­ე­რა, ახლა კი შექ­სპი­რის "ზა­ფხუ­ლის ღა­მის სიზ­მარ­ში" სე­რი­ო­ზუ­ლი როლი მის­ცეს. როცა კატო სცე­ნა­ზე დგას, მე ვნერ­ვი­უ­ლობ, თვი­თონ კი ისე უკომ­პლექ­სოდ დგას, სულ მიკ­ვირს. კა­ტოს და­თოს მსგავ­სად, სხვა­ნა­ი­რი ხიბ­ლი აქვს, ადა­მი­ა­ნებს იზი­დავს.

- კატო, ფეხ­ბურ­თი თუ გი­თა­მა­შია?

- კი, მაგ­რამ არ გა­მომ­დის (იცი­ნის). ჩემს მე­გობ­რებს სულ უკ­ვირთ: მა­მა­შე­ნი ასე­თი დიდი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, შენ კი სა­ერ­თოდ ვერ თა­მა­შო­ბო. რა ვქნა, არ შე­მიძ­ლია. სა­მა­გი­ე­როდ, ცურ­ვა­ზე დავ­დი­ვარ.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნანა, თქვენ და დათო ყი­ფი­ან­მა რო­გორ გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი?

- 1999 წლის 29 აგ­ვის­ტოს გა­ვი­ცა­ნი. ეთერ კა­კუ­ლია ჩემი კა­რის მე­ზო­ბე­ლი იყო, ჩემი მე­გო­ბა­რი და უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი. მას ქუ­თა­ის­ში სიმ­ღე­რის პრე­ზენ­ტა­ცია ჰქონ­და და იქ მისი ოჯა­ხის წევ­რებ­თან, კომ­პო­ზი­ტო­რებ­თან და სხვა ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად წა­ვე­დით. მა­შინ დათო "ტორ­პე­დოს" მწვრთნე­ლი იყო და როცა დი­ლით რეს­ტო­რან­ში ვსა­უზ­მობ­დით, გვეს­ტუმ­რა. ამის შემ­დეგ მო­წა­მე­თა­ში დაგვპა­ტი­ჟა, სა­დაც ვარ­დე­ბის უზარ­მა­ზა­რი თა­ი­გუ­ლი და­მახ­ვედ­რა და ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა - "გა­ზა­ფხუ­ლი შე­მო­სუ­ლა, ლენ" მიმ­ღე­რა. რო­გორც პა­ტა­რა ბიჭი, ისე იქ­ცე­ო­და. ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ვლე­ლი იყო და ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მოს­დი­ო­და. რო­გორც ქალს, რა თქმა უნდა, მსი­ა­მოვ­ნებ­და, მაგ­რამ არ ვიმ­ჩნევ­დი. გვერ­დი­დან არ მშორ­დე­ბო­და და როცა იქი­დან წა­მო­ვე­დით, და­მი­რე­კა: ხვალ დი­ლით თბი­ლის­ში ჩა­მოვ­დი­ვარ და უნდა გნა­ხოო. - ჩემ გამო ნუ ჩა­მოხ­ვალთ-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი, მაგ­რამ - რას ამ­ბობთ, მე თბი­ლი­სე­ლი ვარ და ნუ და­მიშ­ლით მანდ ჩა­მოს­ვლა­სო (იცი­ნის).

მა­შინ ჩემს ძმას­თან, დი­დუ­ბე­ში, სა­გუ­რა­მოს ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დი და ის ად­გი­ლი, სა­დაც მე და და­თოს პა­ემ­ნე­ბი გვქონ­და ხოლ­მე, ახლა დათო ყი­ფი­ა­ნის სა­ხელს ატა­რებს. პირ­ვე­ლად სწო­რედ იქ შევ­ხვდით და მე­რეც ხში­რად მა­კი­თხავ­და. უზარ­მა­ზა­რი ვარ­დე­ბით სავ­სე მან­ქა­ნით მო­დი­ო­და ხოლ­მე. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს ყვა­ვი­ლე­ბი შე­ნა­ხუ­ლი მაქვს: სა­გან­გე­ბოდ გა­ვახ­მე და შვი­ლებს ვე­უბ­ნე­ბი: როცა გარ­და­ვიც­ვლე­ბი, ჩემი და­თოს ნა­ყი­დი ვარ­დე­ბი გულ­ზე და­მა­ყა­რეთ-მეთ­ქი. მისი ყვე­ლა ნივ­თი აქ მაქვს. მა­გა­ლი­თად, ვი­ნა­ხავ სი­გა­რე­ტის ნამ­წვავს, რო­მე­ლიც ბო­ლოს მოს­წია; სვი­ტერს, რო­მე­ლიც ბო­ლოს ეცვა და მისი სურ­ნე­ლი კარ­გა ხანს ჰქონ­და...

- ბა­ტო­ნი დათო თქვენც თა­ვი­დან­ვე შე­გიყ­ვარ­დათ? რას ფიქ­რობ­დით, როცა თქვენ მი­მართ ასეთ დიდ ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და?

- როცა ეძი­ნა და ვუ­ყუ­რებ­დი, მი­ფიქ­რია: ნე­ტავ, ეს კაცი ასე უგო­ნოდ რა­ტომ მიყ­ვარს-მეთ­ქი? მა­სა­ვით არა­სო­დეს არა­ვინ მყვა­რე­ბია! და­თოს შემ­დეგ ხომ სხვა სიყ­ვა­რულ­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. მის საფ­ლავ­ზე ხში­რად ავ­დი­ვართ. ჩვენ და კა­ტოს ძმე­ბი 17 სექ­ტემ­ბერს - მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს და და­ბა­დე­ბის დღეს - 18 ივ­ნისს ყო­ველ­თვის ვიკ­რი­ბე­ბით ხოლ­მე. ტრა­გე­დი­ის დროს 12 კვი­რის ფეხ­მძი­მე ვი­ყა­ვი... როცა დათო გარ­და­იც­ვა­ლა, თავს ცუ­დად ვგრძნობ­დი და მიც­ვა­ლე­ბულს ვთხო­ვე: არ მი­მა­ტო­ვო და როცა ჩემ გვერ­დით იქ­ნე­ბი, მაგ­რძნო­ბი­ნე-მეთ­ქი. მისი მან­ქა­ნის ნო­მე­რი 090 იყო და მეც არ ვიცი, რა­ტომ, უცებ ვთქვი: მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს, ისე­თი მან­ქა­ნა შე­მახ­ვედ­რე, რო­მელ­საც ასე­თი­ვე ნო­მე­რი ექ­ნე­ბა-მეთ­ქი და მარ­თლაც, ყო­ველ­თვის, როცა რა­ი­მე გვი­ჭირს ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხდე­ბა, არ არ­სე­ბობს, გზა­ზე "090"-მა არ გა­დაგ­ვირ­ბი­ნოს.

შარ­შან­წინ კატო ცუ­დად მყავ­და, სამი დღე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­წე­ქით და მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენს ფან­ჯა­რას­თან იდგა მან­ქა­ნა, რო­მელ­საც 090 ეწე­რა. რომ არა მისი ძმე­ბი­სა და ბი­ძე­ბის თა­ნად­გო­მა, ამას ვერ გა­და­ვი­ტან­დი. ბევ­რჯერ ხილ­ვაც მქო­ნია, დათო დამ­სიზ­მრე­ბია. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ სი­ცა­რი­ე­ლეს ახლა კა­ტო­თი ვივ­სებ. მარ­თა­ლია, დათო მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­უკ­ვდა, მაგ­რამ არა­ვის მო­უკ­ვდა ისე, რო­გორც მე. რომ არა მამა ელიზ­ბარ ოდიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც და­მი­ყო­ლია, რომ ბავ­შვი შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, შე­საძ­ლოა, დღეს ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად ყო­ფი­ლი­ყო და ამი­სათ­ვის მისი მად­ლი­ე­რი ვარ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ უფალ­მა ინე­ბა, კატო ამ სამ­ყა­როს მოვ­ლი­ნე­ბო­და. დათო მე­უბ­ნე­ბო­და: გო­გოს თუ გა­მი­ჩენ, ჩათ­ვა­ლე, შენ­ზე ბედ­ნი­ე­რი ქალი არ იქ­ნე­ბა, სულ მე გავზრდიო.

- რო­გორ გა­მო­გი­ტყდათ სიყ­ვა­რულ­ში?

- და­მი­რე­კავ­და ხოლ­მე და მე­უბ­ნე­ბო­და, - ვგიჟ­დე­ბი შენ­ზეო. სულ "საყ­ვა­რე­ლო­თი" მომ­მარ­თავ­და და ბუშ­ტის მე­ძახ­და, არა­და, მა­ღა­ლი და გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი (იღი­მის). შვი­ლი რომ შეგ­ვე­ძი­ნე­ბა, მა­საც ბუშტს და­ვუ­ძა­ხებ-მეთ­ქი, - ვე­უბ­ნე­ბო­დი. ჩვე­ნი გაც­ნო­ბის მე­ო­რე დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, და­ჟი­ნე­ბით მთხოვ­და, ცო­ლად გა­მომ­ყე­ვიო, მაგ­რამ ვორ­ჭო­ფობ­დი; ვე­უბ­ნე­ბო­დი, - ჯერ ერ­თმა­ნე­თი კარ­გად გა­ვიც­ნოთ და მერე გა­დავ­წყვი­ტოთ-მეთ­ქი. ქორ­წი­ნე­ბა­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბა და ტკი­ვი­ლი ორი­ვეს გან­ცდი­ლი გვქონ­და და ვი­ნა­ი­დან ერთხელ არ გა­მი­მარ­თლა, ამ ნა­ბი­ჯის მე­ო­რედ გა­დად­გმა მი­ჭირ­და. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­და­ნაც გო­გო­ნა მყავს. და­თოს სიყ­ვა­რუ­ლი რომ არა, ახა­ლი ოჯა­ხის შექ­მნა­ზე არას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი... ვი­ნა­ი­დან დათო თბი­ლის­ში სტა­ბი­ლუ­რად არ ცხოვ­რობ­და და სულ სა­დღაც უწევ­და წას­ვლა, მისი ყო­ვე­ლი ჩა­მოს­ვლა ჩემ­თვის ზე­ი­მი იყო, ამ დღის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დი და ეს მო­ლო­დი­ნი ჩვენს სიყ­ვა­რულს უფრო აძ­ლი­ე­რებ­და. როცა ბავ­შვი ჩა­ი­სა­ხა და უნდა დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, დათო გაქ­რა...

- და­თოს და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი ვინ შე­გა­ტყო­ბი­ნათ?

- იმ პა­რას­კევს დათო ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში წა­ვი­და. კვი­რას უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხა. ორ­შა­ბათს და­მი­რე­კა, - საყ­ვა­რე­ლო, დღეს სა­ღა­მოს სახ­ლში ვიქ­ნე­ბი, თუ არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლაო. გა­მიკ­ვირ­და, ასე არას­დროს უთ­ქვამს და ვკი­თხე: ხომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის-მეთ­ქი? ეს იყო ჩვე­ნი ბოლო სა­უ­ბა­რი. რო­გორც მერე გა­ვი­გე, სა­ღა­მოს შვიდ სა­ათ­ზე და­ღუ­პუ­ლა და ზუს­ტად ამ დროს მეც ცუ­დად გავ­ხდი, ვიხ­რჩო­ბო­დი. არა­და, ორ­სუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ნამ­დე ასე­თი რამ არას­დროს დამ­მარ­თვია. მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა და მკი­თხა, - დათო სად არის? ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რე­ბო? გა­ვი­ფიქ­რე: ხომ არ და­ი­ჭი­რეს-მეთ­ქი? და­ვაგ­დე ყურ­მი­ლი და სას­წრა­ფოდ და­თოს მო­ბი­ლურ­ზე დავ­რე­კე, მაგ­რამ გა­თი­შუ­ლი იყო. მერე და­თოს ახ­ლო­ბელ­თან - ზურა ყი­ფი­ან­თან დავ­რე­კე. რომ მი­თხრა, დათო აღარ არი­სო, სა­ში­ნელ დღე­ში ჩავ­ვარ­დი. აგო­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი. ჩვენს სახ­ლს შიგ­ნით დიდი კიბე ჰქონ­და და თურ­მე, გა­უ­ჩე­რებ­ლად ავ­რბო­დი და ჩა­მოვრბო­დი, თან - ვკი­ო­დი და ვტი­რო­დი, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ მახ­სოვს.

როცა გონს მო­ვე­დი, პირ­და­პირ მამა ელიზ­ბარს და­ვუ­რე­კე. მი­თხრა: ახლა ზუს­ტად შენ­ზე ვფიქ­რობ­დი. ფსალ­მუ­ნე­ბი წა­ი­კი­თხე და დი­ლით ჩემ­თან მო­დიო. ვფიქ­რობ­დი: რა გა­ვა­კე­თო? სად წა­ვი­და ეს კაცი? სად ვე­ძე­ბო? ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მე­სიზ­მრა-მეთ­ქი?! ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ექიმს და­უ­რე­კეს, რო­მელ­მაც და­მამ­შვი­დე­ბე­ლი წა­მა­ლი გა­მი­კე­თა, მაგ­რამ არ მოქ­მე­დებ­და... მა­ნამ­დე სამი თვე წო­ლი­თი რე­ჟი­მი მქონ­და, და­თოს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ კი აღარც გა­მოკ­ვლე­ვებს ვი­ტა­რებ­დი, აღარც ექიმ­თან დავ­დი­ო­დი და ღვთის წყა­ლო­ბით, კატო ჯან­მრთე­ლი და­ი­ბა­და. ალ­ბათ ასე ინე­ბა გან­გე­ბამ, რომ და­თოს ნა­ნატ­რი გოგო მის გა­რე­შე და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო. მერე უკვე, იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, გა­მოვ­ცო­ცხლე­ბუ­ლი­ყა­ვი, მე­არ­სე­ბა, რად­გან კა­ტოს­თვის უნდა მი­მე­ხე­და.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნანა, თქვენ­სა და და­თოს შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა საკ­მა­ოდ დიდი იყო, არა?

- კი, დათო 50 წლის იყო, მე - 35-ის. ამას ვერ ვგრძნობ­დი, მაგ­რამ მის მი­მართ მა­ინც, უფრო მეტი რიდი, ხათ­რი და პა­ტი­ვის­ცე­მა მქონ­და. მა­ნამ­დე ხომ ორი ცოლი ჰყავ­და და სულ მე­უბ­ნე­ბო­და: შენ­შიც რომ არ გა­მი­მარ­თლოს, ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი იაღ­ლი­ში იქ­ნე­ბაო. დათო იმი­ტომ არ მყვა­რე­ბია, რომ დიდი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. ის პი­როვ­ნუ­ლად მიყ­ვარ­და და როცა მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: ნანა, იცი, შენ რა ბუმ­ბე­რა­ზი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით ზი­ხა­რო? სულ ვფიქ­რობ­დი, რომ ჩემ­თვის, ის პირ­ველ რიგ­ში, უდი­დე­სი პი­როვ­ნე­ბა, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, თბი­ლი მა­მა­კა­ცი იყო.

ორი წელი უბ­რა­ლოდ ვიც­ნობ­დი, ბოლო შვი­დი თვე კი ერ­თად ვცხოვ­რობ­დით და ჯვრის და­წე­რას ვა­პი­რებ­დით. როცა მე­გო­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი აე­წყო, სახ­ლი გა­ვა­რე­მონ­ტეთ და ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად მო­ვემ­ზა­დეთ, სწო­რედ მა­შინ და­ი­ღუ­პა. 2001 წლის 17 სექ­ტემ­ბრამ­დე ჩემი ცხოვ­რე­ბა ზე­ი­მი იყო. ალ­ბათ ბედ­ნი­ე­რე­ბა ხან­მოკ­ლეა და იმ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, და­თომ იმ­დე­ნი ლა­მა­ზი დღე და სი­ხა­რუ­ლი მა­ჩუ­ქა, სა­კუ­თა­რი თავი ზღაპ­რულ სამ­ყა­რო­ში მე­გო­ნა. ბო­ლოს ხში­რად მე­უბ­ნე­ბო­და: რა­ღაც ისე­თი მინ­და გა­ჩუ­ქო, როცა ამ სამ­ყა­რო­დან წა­ვალ, სა­მუ­და­მოდ შენ­ში დავ­რჩეო და მარ­თლაც, კატო მა­ჩუ­ქა... როცა და­თოს­თან ასე­თი დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა ვი­პო­ვე, სულ რა­ღა­ცის და­კარ­გვის შიში მქონ­და, მაგ­რამ ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ სი­ცო­ცხლით სავ­სე კაცი ასე ნა­ად­რე­ვად და­ი­ღუ­პე­ბო­და.

- სა­ჩუქ­რებს ხში­რად გი­კე­თებ­დათ?

- დღემ­დე ვი­ყე­ნებ მის მიერ ნა­ყიდ ტან­საც­მელს, ფეხ­საც­მელს, სამ­კა­ულს. ის ათას­ნა­ირ სი­ურპრიზს მი­წყობ­და. ახა­ლი გაც­ნო­ბი­ლი მყავ­და, როცა ბულ­გა­რეთ­ში წა­ვიდ­ნენ, იქი­დან ჩა­მო­სულ­მა კი სამ­სა­ხურ­ში ლა­მაზ პარკში ჩა­დე­ბუ­ლი წი­თე­ლი კაბა მო­მი­ტა­ნა. მერე მისი მე­გო­ბა­რი მიყ­ვე­ბო­და: ვერ წარ­მო­იდ­გენ, მა­ღა­ზი­ებ­ში რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლით არ­ჩევ­და იმ კა­ბას. გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, რომ არ მოგრგე­ბო­დაო. მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­ეძ­ლო და ჩვენ­თან სულ ქა­ო­სი გახ­ლდათ. სა­ო­ცა­რი ქა­რიზ­მა ჰქონ­და. მის გვერ­დით თავს დე­დოფ­ლად ვგრძნობ­დი და ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი ქალი არ­სად მე­გუ­ლე­ბო­და. არ მახ­სოვს, მას ჩემ­თვის რა­ი­მე მკაც­რად ეთ­ქვა ან შე­ნიშ­ვნა მო­ე­ცა.

- თქვენს ქა­ლიშ­ვილ­თან - მა­რი­ამ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და?

- შე­სა­ნიშ­ნა­ვი! თუ ჩემ­თვის რა­ი­მე ჩა­მოჰ­ქონ­და, მა­რი­ამს არაფ­რით გა­მო­ტო­ვებ­და, მას­ზეც ზრუ­ნავ­და. მისი თო­ჯი­ნე­ბი კა­ტოს შე­ვუ­ნა­ხე.

კატო:

- ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა სავ­სეა ისე­თი ამ­ბე­ბით, რაც და­თოს სი­ახ­ლო­ვეს გვაგ­რძნო­ბი­ნებს. ზოგ­ჯერ მგო­ნია, იმ ქვეყ­ნი­დან უფრო მეტ რა­მეს გვი­კე­თებს, ვიდ­რე ცო­ცხა­ლი გაგ­ვი­კე­თებ­და. მინ­და ისე­თი ვიყო, რო­გო­რი შვი­ლის ყო­ლაც მას გა­ა­ხა­რებ­და.

ნანა:

- კა­ტოს ვე­უბ­ნე­ბი, რომ სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად და­თოს შვი­ლო­ბა არ უნდა ჰქონ­დეს, პი­რი­ქით - თა­ვად უნდა იყოს ისე­თი ღირ­სე­უ­ლი, რომ იკი­თხონ, ეს გო­გო­ნა ვისი შვი­ლი­აო? მან დათო უნდა ასა­ხე­ლოს! სხვა­თა შო­რის, დათო ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მას­თან ლა­პა­რა­კი არას­დროს მბეზ­რდე­ბო­და. დღემ­დე მისი შე­გო­ნე­ბე­ბით ვცხოვ­რობ. სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ, ის სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­თან იქ­ნე­ბა, მერე კი მეც წა­ვალ და მჯე­რა, ჩემს და­თოს შევ­ხვდე­ბი.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნალ "გზის" არ­ქი­ვი­დან