"ჩემს ძმას ყოველთვის ანგარიშს ვუწევდი, რომ ჩემ გამო არ შერცხვენოდა" - ახლა ვის აზრს ითვალისწინებს თეა წულუკიანი? - კვირის პალიტრა

"ჩემს ძმას ყოველთვის ანგარიშს ვუწევდი, რომ ჩემ გამო არ შერცხვენოდა" - ახლა ვის აზრს ითვალისწინებს თეა წულუკიანი?

ჟურნალ OK!-ის თებერვლის ნომერში მკითხველს საშუალება აქვს წაიკითხოს ინტერვიუ საქართელოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან.

- პიროვნებები, რომლებიც თქვენზე ახდენენ გავლენას...

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანნი არიან ოჯახის წევრები. ასევე სკოლის პერიოდს გავიხსენებ და მასწავლებელს - ქალბატონ დალი გოცირიძეს, რომლის აზრი ჩემთვის ახლაც ღირებულია. გავიხსენებ ასევე უნივერსიტეტის ლექტორს - ალიკა რონდელს... როდესაც პოლიტიკაში მოვდიოდი, სულ მაინტერესებდა, რას იტყოდა ის მინისტრად დანიშვნამდე ჩემთვის არასოდეს არაფერი უთქვამს. აი, როცა უკვე მინისტრი გავხდი, მაშინ მითხრა, რომ ჩემ მიერ 2010 წელს გადადგმული ნაბიჯი სწორი იყო. ოჯახში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი, რას იფიქრებდა ჩემი გამზრდელი ბებია - მკაცრი და სამართლიანი ქალი. ჩემს ძმას ყოველთვის ანგარიშს ვუწევდი, რომ ჩემ გამო არ შერცხვენოდა. დღესდღეობით, ჩემზე გავლენას ვერავინ ახდენს; ერთადერთი, ვითვალისწინებ იმ ადამიანის აზრს, რომელსაც ჩემი ბედი საბოლოოდ დავუკავშირე.

იხილეთ სრულად