"ოხანაშვილს საკადრისი პასუხი გაეცემა უახლოეს მომავალში" - რატომ გადადგა კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი?! - კვირის პალიტრა

"ოხანაშვილს საკადრისი პასუხი გაეცემა უახლოეს მომავალში" - რატომ გადადგა კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი?!

არეულობა საპატრიარქოს ირგვლივ გრძელდება. ბუნდოვანება კიდევ უფრო გაამძაფრა საპატრიარქოში ექსპრემიერ ბიძინა იავნიშვილის ძალიან მოკლეხნიანმა ვიზიტმა, რომლის მიზანი, წესით პატრიარქის, მონახულება იყო, თუმცა რატომ დატოვა ივანიშვილმა ასე სწრაფად იქაურობა, გაურკვეველია. ამაზე ლაპარაკს ყველა ერიდება.

ამის გარდა, ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა, რის თაობაზეც ჯერ კიდევ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ პატრიარქის დაბრუნების შემდეგ ოხანაშვილი საპატრიარქოში არ უნახავს (იხილეთ). ამას მოჰყვა თავად ოხანაშვილი განცხადება, რომ მამა მიქაელ ბოტკოველი ცრუობდა. სწორედ ამ საკითხის გასარკვევად დავრეკეთ მამა მიქელთან, რომელმაც გვიპასუხა:

"პროტესტის ნიშნად დავტოვე ჩემი თანამდებობა და წამოვედი საპატრიარქოდან. ვიყავი კათალიკოს-პატრიარქის მდივანი და დღეიდან ჩემს მოვალეობებს აღარ შევასრულებ. საპატრიარქოში აღარ ვიქნებიმე ვთქვი სწორედ ის, რაც ვნახე. აქამდე სოსო ოხანაშვილი ნანახი არ მყავდა საპატრიარქოში.  არ მითქვამს, რომ ის გადადგა ან გადააყენეს ან დააპატიმრეს, უბრალოდ არ მინახავს. ნებისმიერი ადამიანი დამიდასტურებს, რომ გაიმართა შეხვედრა პრემიერთან, პრეზიდენტთან, ბიძინა ივანიშვილთან და მსგავს შეხვედრაზე დაცვის უფროსი არ გამოჩენილა, ვთქვი, ის, რაც იყო სინამდვილე. მატყუარა და თვალთმაქცი არის თვითონ და მას საკადრისი პასუხი გაეცემა უახლოეს მომავალში".

ჩვენ ასევე დავინტერესდით თუ რატომ  გაჩერდა ასეთი მოკლე ხნით საპატრიარქოში ბიძინა ივანიშვილი, რაზეც მამა მიქაელმა გვიპასუხა: "თანამდებობა დავტოვე და ივანიშვილზე მე ვილაპარაკო?! გამოჩნდება ვინმე სხვა, ოხანაშვილი ან ვინმე და ჰკითხეთ მას".

იხილეთ ასევე: "მიქაელ ბოტკოველმა იცრუა" - რას აცხადებს პატრიარქის დაცვის უფროსი?

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)