სინოდის გადაწყვეტილება - მეუფე პეტრე თანამდებობიდან გადააყენეს - კვირის პალიტრა

სინოდის გადაწყვეტილება - მეუფე პეტრე თანამდებობიდან გადააყენეს

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპატრიარქოს ტელევიზიას აღარ უხელმძღვანელებს. მისივე ინფორმაციით, ხელმძღვანელობის უფლება მას სინოდმა ჩამოართვა.

"გამათავისუფლეს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. ჩემი რეაქცია არის ძალიან მშვიდი. როგორც სულ ვამბობდი, მირჩევნია დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე. დანარჩენ განცხადებებს, სავარაუდოდ, სხვა მეუფეები გააკეთებენ", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისივე განმარტებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო უსაყვედურეს.

„მისაყვედურეს აქტიურობის გამო. სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ მთავარი თემა იყო ჩემი საკითხი. მე ვფიქრობ, ეს მიკერძოებული იყო, მიმაჩნია, რომ არსებობს სხვა პრობლემები და ჩემი საკითხის დაყენება არ იყო მთავარი“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

იხილეთ ასევე: საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" თანამშრომლები დირექტორის თანამდებობაზე მეუფე პეტრეს დატოვოებას ითხოვენ

"ინტერპრესნიუსი"