წუხელ ზუგდიდის საავადმყოფოში GEM Fest-ის მონაწილე კიდევ ექვსი ახალგაზრდა შეიყვანეს - კვირის პალიტრა

წუხელ ზუგდიდის საავადმყოფოში GEM Fest-ის მონაწილე კიდევ ექვსი ახალგაზრდა შეიყვანეს

წუხელ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში GEM Fest-ის მონაწილე კიდევ ექვსი ახალგაზრდა შეიყვანეს. მათგან 4 მთელი ღამის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

გაურკვეველი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით მოთავსებული ექვსი ახალგაზრდას მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება 4 აგვისტოს რეანიმაციაში მოთავსებულ 29 წლის მამაკაცს, ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობაც გაუმჯობესდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ მსგავსი დიაგნოზით 22 წლის გოგო გარდაიცვალა.

გუშინ განცხადება გაავრცელეს GEM Fest-ის ორგანიზატორებმა. მათი ინფორმაციით, შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, რომ ტერიტორიაზე არ შევიდეს ნარკოტიკული ნივთიერება, განსაკუთრებით კი შხამი, სახელწოდებით ”ბიო”.

იხილეთ ასევე: ვინ იყო 22 წლის გოგონა, რომელიც ანაკლიაში გარდაიცვალა?

"ინტერპრესნიუსი"