ისნის ბაზრობაზე ხანძრის ლიკვიდაციას 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს - კვირის პალიტრა

ისნის ბაზრობაზე ხანძრის ლიკვიდაციას 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს

ისნის ბაზრობაზე ხანძრის ლიკვიდაციას 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხახდეს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ამჟამად ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. დამწვარია დაახლოებით 1200 კვმ ფართი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ხანძარი ისნის ბაზრობაზე, ე.წ. "დაშლილების" ტერიტორიაზეა გაჩნდა.

იხილეთ ასევე: "ისმის აფეთქებების ხმაც..." - ისნის ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია