ზაზა ფაჩულიას მეოთხე შვილი - გოგონა შეეძინა - კვირის პალიტრა

ზაზა ფაჩულიას მეოთხე შვილი - გოგონა შეეძინა

კალათბურთელი ზაზა ფაჩულია და მისი მეუღლე თიკა ალავიძე მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ.

ფაჩულიას მეუღლემ ამერიკაში იმშობიარა. როგორც AMBEBI.GE-ს ფაჩულიას ოჯახის წევრმა განუცხადა, წყვილს გოგონა შეეძინა და მას ნუცა დაარქვეს.

პატარა ნუცა 4,100 კგ დაიბადა. ბავშვს სახელი, ზაზას ქალიშვილმა მარიამმა დაარქვა. მეუღლის მშობიარობას არ ესწრებოდა საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი. შეგახსენებთ, ფაჩულია ნაკრებთან ერთად ისრაელში "ევრობასკეტი 2017"-ზე იმყოფება, სადაც საქართველოს ნაკრებს ორი მოგება და ორი წაგება აქვს.

ფაჩულია-ალავიძის წყვილს 4 შვილი, დათა, საბა, მარიამი და ნუცა ჰყავს.

იხილეთ ასევე: "არ მეგონა, რომ ასეთი მზრუნველი მამა იქნებოდა" - ქართველი კალათბურთელების ოჯახური ცხოვრება