"მე და თორნიკე ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით" - კვირის პალიტრა

"მე და თორნიკე ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით"

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი - თორნიკე შენგელია მეუღლესა და შვილებთან ერთად ყოველ ზაფხულს საქართველოს სტუმრობს. წყვილი ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს. კალათბურთელის მეუღლესთან ინტერვიუ ჟურნალმა "გზამ" ჩაწერა, გთავაზობთ ამონარიდებს.

- სალომე, სად გაატარეთ ზაფხული?

- ყოველ აგვისტოს საქართველოში ჩამოვდივართ. წელსაც არ დავარღვიეთ ტრადიცია, თან - `საქართველო-ლიტვის~ თამაშიც დაემთხვა. მოგეხსენებათ, ეს მატჩი მოვიგეთ და ძალზე გახარებულები ვართ.

- დასვენების დღეებს როგორ ატარებთ?

- დასასვენებლად ხშირად ბავშვებთან ერთად მივდივართ. თუმცა, ცოტა დროს იმისთვისაც ვიტოვებთ, მარტოებმა რომ დავისვენოთ. ხომ იცით, ბავშვებთან ერთად სრულყოფილად დასვენებას ვერავინ ახერხებს. ჩვენი შვილები კი პატარები არიან და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.

...

- თორნიკეს თამაშებზე ხშირად დადიხარ? როგორ გულშემატკივრობ?

- თორნიკეს თამაშებზე ყოველთვის დავდივარ და რა თქმა უნდა, ძალიან ვგულშემატკივრობ.

- ის საკმაოდ წარმატებული კალათბურთელია. როგორ ფიქრობ, რა არის მისი წარმატების საიდუმლო?

- მისი წარმატების საიდუმლო საქმის სიყვარულსა და დაუღალავ შრომაშია.

- როგორი მეუღლეა? საოჯახო საქმეებში თუ გეხმარება?

- საოჯახო საქმეებში ნაკლებად მეხმარება, მაგრამ როგორც კი ამის საშუალება ეძლევა, ყოველთვის მეხმარება. ხვდება, როდის მჭირდება მისი დახმარება და დროსაც გამონახავს ხოლმე.

...

- შეგიძლია, ყველაზე კარგი ზაფხული გაიხსნო?

- ასე გამორჩეულად ჩვენი ქორწინების წინა პერიოდის ზაფხული მახსენდება, როცა საქორწილო სამზადისი გვქონდა (იღიმის). საერთოდ, ზაფხული ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, ყველა ზაფხულს შთამბეჭდავად და საინტერესოდ ვატარებთ.

- ალბათ, უამრავ ქვეყანაში ხარ ნამყოფი. რომელია შენთვის ყველაზე დაუვიწყარი?

- ყველაზე მეტად ინგლისი მიყვარს, მაგრამ საქართველო განსაკუთრებულია. აქ ბევრი ჩვენთვის საყვარელი ადამიანი გვყავს და როგორც კი საშუალება გვეძლევა, ყოველთვის ჩამოვდივართ. მე და თორნიკე ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით. (ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 14 სექტემბრის ნომერში)

სოფო ჭონიშვილი