ზურაბ სოტკილავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს - კვირის პალიტრა

ზურაბ სოტკილავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ცნობილი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა საბურთალოს სასაფლაოზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკრძალეს.

მანამდე კი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ადგილზე მისულმა მოქალაქეებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზურაბ სოტკილავას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს.

ზურაბ სოტკილავა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან ტაშით გამოასვენეს. საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა 18 სექტემბერს 80 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: "ზურაბ სოტკილავას ნატვრა არ აუსრულდა, აფხაზეთში ჩასვლას და მშობლების საფლავის ნახვას ვეღარ მოესწრო"

"ინტერპრესნიუსი"