დიდი ბრიტანეთის პარლამენტის რესტორნის მენიუს ქართული კერძები შეემატა - კვირის პალიტრა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის რესტორნის მენიუს ქართული კერძები შეემატა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანეთის პარლამენტში ქართული კერძების კვირეული გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ქართული კერძების ნაირსახეობა პარლამენტში მდებარე რესტორნის მუდმივ მენიუში შეიტანეს.

"დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით ქართული სამზარეულოს კვირეული A Taste Adventure to Georgia პირველად მოეწყო. კვირეულის ფარგლებში, რომელიც სექტემბრის პირველ ნაწილში გაიმართა, მსურველებს საშუალება მიეცათ პარლამენტის რესტორანში დაეგემოვნებინათ ქართული ეროვნული კერძები. მათი დიდი ნაწილი კვირეულის შემდგომ რესტორნის მუდმივ მენიუში დატოვეს.

ღონისძიებას უამრავი დამთვალიერებელი დაესწრო. მათ შორის ბრიტანეთის პარლამეტის წევრები, ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომუშავე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი და მისი თავმჯდომარე ჯონათან ჯანოღლი", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"