"გამაგრდი, ჩემო პატარა გოგო" - ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაში მყოფი 17 წლის გოგონას დედა მიმართვას ავრცელებს
17 წლის ხატია თვაური, რომელიც ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ კომაშია, სამკურნალოდ საფრანგეთში წაყვანას საჭიროებს.
გოგონას კომიდან გამოყვანა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე მან მხოლოდ თვალის გახელა შეძლო. ხატიას დედის ინფორმაციით, გოგონას ხელის მტევნებზე რეფლექსური რეაქციებიც დაუბრუნდა, თუმცა საუბარზე არ რეაგირებს. ხატიას გამოსაჯანმრთელებლად მისი საზღვარგარეთ წაყვანა აუცილებელია, რადგან საქართველოში არ ტარდება ის ოპერაციები, რომლებსაც საჭიროებს.
ცოტა ხნის წინ ფონდმა "სიკეთის კვალი" "ფეისბუკში" ხატიას დედის, თეო სიდამონიძის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელიც საავადმყოფოშია გადაღებული.
"ყველას გთხოვთ დაგვეხმაროთ, რადგან ხატიასთვის აუცილებელია გადავიყვანოთ საზღვარგარეთ და იქ გავაგრძელოთ მკურნალობა. ყველას, ჩემს ახლობლებს, მეგობრებს გთხოვთ, მოგვეხმაროთ რისი საშუალებაც გაქვთ. გამაგრდი ჩემო პატარა გოგო, გაუძელი ხატია ყველაფერს, შვილო, მალე გამოხვალ ამ მდგომარეობიდან, შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ...", - ამბობს თეო სიდამონიძე ვიდეომიმართვაში.
ვიდეომიმართვას თან ერთვის ტექსტი: "გთხოვთ მეგობრებო დავეხმაროთ ოჯახს როგორც შეგვიძლია, არ დავუშვათ ახალგაზრდა გოგოს გული გაჩერდეს. დავეხმაროთ თუნდაც მცირედით, ყოველი თეთრი მისი სიცოცხლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხატია გადასაყვანია სასწრაფოდ საფრანგეთში რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ოჯახს კი მიზერული თანხაც არ აქვს ჯერ.
თქვენი იმედი გვაქვს ჩვენც და ხატიას ოჯახსაც, რომ დაგვეხმარებით და დროულად შევძლებთ თანხის შეგროვებას. გააზიარეთ პოსტი ბევრი კეთილი ადამიანის გულამდე რომ მივიდეს ეს ინფორმაცია.
როგორც იცით ხატია იმყოფება კომაში 7 სექტემბრიდან და წევს რეანიმაციაში. მას ერთხელ უკვე გაუჩერდა გული და ექიმებმა შეძლეს მისი გამოყვანა რთული მდგომარეობიდან. არ დავუშვათ ამ პატარა გოგოს გული სამუდამოდ გაჩერდეს".
დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ყველა ოპერატორიდან 0 901 700 177 ( ზარის ღირებულება 1 ლარი )
ასევე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის / Express Pay და თიბისი ბანკის / tbc pay სწრაფი გადახდის აპარატებიდან 24 საათის განმავლობაში ,მთელი საქართველოს მაშტაბით.(მინიმალური შენატანი 1 ლარი) ქველმოქმედებაში
Advertisement
მოძებნეთ ფონდი სიკეთის კვალი.
საბანკო რეკვიზიტები:
თიბისი ბანკი : TBCBGE22
GE34TB7319436080100002 GEL
GE78TB7319436180100002 USD
GE08TB7319436180100001 EUR
საქართველოს ბანკი: BAGAGE22
GE10BG0000000667885400 GEL
GE10BG0000000667885400 USD
GE10BG0000000667885400 EUR
მიმღები : ფონდი სიკეთის კვალი
დანიშნულებაში დაწერეთ : ხატიას გადასარჩენად
მადლობა ნდობისთვის და სიკეთისთვის
ოჯახის მობილური: 555 19 91 34 ხატიას დედა ( თეონა )
იხილეთ ასევე: "ბავშვი გალურჯდა, ხელი რომ მოვკიდე, გაციებული იყო" - რატომ ადანაშაულებს კომაში მყოფი 17 წლის გოგონას ოჯახი ექიმებს დაუდევრობაში?