"სამშობლოს დროშა გულზე დაიფინე და ზედ არ შედექიო, შვილო" - კვირის პალიტრა

"სამშობლოს დროშა გულზე დაიფინე და ზედ არ შედექიო, შვილო"

"კვალიფიკაციური მუშაობის შემთხვევაში, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელების ფეხქვეშ მიწას ამოვწვამთ"

26-დღიანი ტკივილიანი მოლოდინი დასრულდა. ყოფილი სამხედროს, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა შვილი დაიბრუნა. ის ოკუპაციური რეჟიმის მორიგი მსხვერპლია.

რას წერენ "ფეისბუკში" არჩილ ტატუნაშვილის გმირულ სიკვდილზე?

ნინო სადღობელაშვილი, მწერალი:

"დედა შვილის ცხედართან, ცრემლებგამშრალი ტირის: "სამშობლოს დროშა გულზე დაიფინე და ზედ არ შედექიო შვილოო..."

მამა - ზღურბლთან დგას, უძლურებისგან გაქვავებული, სიგარეტს სიგარეტზე ეწევა...

რამდენწლიანი კადრია, რამდენი წელია ამას ვხედავთ, ამ დედებს და ამ მამებს, ამ ცხედრებს, ამ ჩამტვრეულ დროს - შვილები როცა სიკვდილის უფსკრულებში ილეწებიან...

ყველა სიტყვა უმოქმედოა, ყველა შეგრძნება - დაბლაგვებული.

დიდება გმირებს".

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

"ბევრი მეკითხება - როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო ამ შემთხვევაში?

ტატუნაშვილის მკვლელობა უნდა იქნას გამოძიებული, როგორც ორგანიზებული დანაშაული, რომლის ფიგურანტები იქნებიან კონკრეტული მკვლელები, მათი მფარველები და პოლიტიკურად შემფუთველები. პრაქტიკულად მთელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ელიტა. ეს ხალხი უნდა იქნას გამოძახებული დაკითხვაზე. არგამოცხადების შემდეგ ძებნაში გამოცხადდნენ ინტერპოლის ხაზით. მინიმუმ მათ გადაადგილებას შევზღუდავთ. მათ შორის რუსეთისგანაც მოვითხოვთ. კვალიფიკაციური მუშაობის შემთხვევაში, მათ ფეხქვეშ მიწას ამოვწვამთ".

მანანა მჭედლიშვილი, ჟურნალისტი:

"არჩილ ტატუნაშვილი როგორი ბიჭია, იცით? მიცვალებულს ხომ ხშირად მოიხსენიებენ - საწყალი, საცოდავი, საბრალო... აი, ამას რომ ვერ აკადრებ, ისეთი...

ლადო გოგოლაძე, ბლოგერი:

"რა კარგი იქნება, მოსკოვის გამზირის რომ დაერქვას ტატუნაშვილის სახელი".

გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი:

„არჩილ ტატუნაშვილს ცხინვალის ციხეში სამაჩაბლოს რუკა მიუტანეს და უთხრეს, თქვი, რომ ეს ოსეთიაო.

თავი ასწია და თქვა - ვერასოდეს იქნება ოსეთი, ეს საქართველოა!

მერე ურტყეს წიხლებით, იარაღებით, აწამეს.

ღინემიხდილს საქართველოს დროშა დაუგდეს და ფეხით შედეგი და გადარჩებიო.

ამაზე თანხმობას სიკვდილი ერჩია.

გმირები უძლებენ ტკივილებს.

გმირები კვდებიან სამშობლოსთვის".

იხილეთ ასევე: "დაგლეჯილი მტევნები... მარჯვენა ხელზე მოჭრილი საჩვენებელი თითი" - რას წერს ტატუნაშვილზე ქაცარავა?