"სიყვარულზე არ უნდა მეფიქრა, როგორც მიშა მეუბნებოდა..." - რას ყვება პირად ურთიერთობებზე ვერა ქობალია?
ვერა ქობალიამ გადაცემა "სთორიში" პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
"მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი გუდაურში გავიცანით, როგორც წესი, მაგ პერიოდში სიყვარულზე არ უნდა მეფიქრა. მიშა მეუბნეოდა, დაივიწყე დაბადების დღეები და დასვენების დღეებიო, მაგრამ როდესაც მუშაობ 24 საათი შეუჩერებლად და მაშინ ასე მუშაობა შემეძლო, რადგან არც ოჯახი მყავდა და არც შვილი, ხვდები, რომ ეს ყველაფერი გიგროვდება და რაღაც მომენტში არ ხარ ისეთი პროდუქტიული როგორც შეიძლება იყო" - აღნიშნავს ქობალია.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს, საზოგადოებისთვის უცნობ 28 წლის ვერა ქობალიას ეკონომიკის მინისტრის პოსტი ჩააბარეს. კანადიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალბატონი მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და თითქმის სამი წლის განმავლობაში ჭორები არ მოჰკლებია. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ჯერ სააკაშვილის მრჩევლად დაინიშნა, მოგვიანებით, ტურისტული ბიზნესი წამოიწყო. ამჟმად კი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველია ეკონომიკურ საკითხებში.
ვინ არიან და რას მოღვაწეობენ დღეს ერთ დროს ქართული პოლიტიკის გავლენიანი ქალბატონები?!