"არ მჯეროდა, რომ შევძლებდი ქართულად სიმღერას"
"ამბობენ, რომ უჟმური ვარ"
ამ გოგონას 3 წლის წინ შევხვდი, მაშინ 15 წლის იყო და სხვა კონკურსში მონაწილეობდა, სადაც არ გაუმართლა... ახლა 18 წლის არის, სტუდენტია და ერთ დღეს მხოლოდ ქართულად სიმღერა გადაწყვიტა.
სოფო ბათილაშვილი პროექტ "მხოლოდ ქართულის" ერთ-ერთი კონკურსანტია, რომელმაც პირველ კონცერტზე მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, საკუთარი ინდივიდუალიზმი გამოავლინა და ჟიურისგან უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა.
ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ, ჩემმა მასწავლებელმა, ანა ჭუმბურიძემ მითხრა, ასეთი პროექტი იწყებოდა და მოდი, ვცადოთ, ჩემი აზრით, შეძლებ, მონაცემები ამისთვის გაქვსო. არადა, როგორც ვთქვი, უცხოურს ვმღეროდი. დავინტერესდი იმითაც, ვინ იყო პროექტში ჩართული, ვინ მუშაობდა მასზე: ზვიად ბოლქვაძე, მარინა ბერიძე, გიორგი უშიკიშვილი, სოფო ნიჟარაძე - ეს შემადგენლობა საკმარისი იყო, მივმხვდარიყავი, რომ მონაწილეობა ღირდა. სულ რომ არაფერი გამომივიდეს, რაღაცას ვისწავლი და ამ მხრივ გამოცდილება მექნება-მეთქი. საბოლოოდ ამან გადამაწვეტინა, ეს ნაბიჯი გადამედგა. მაგრამ არ მჯეროდა, რომ შევძლებდი ქართულად სიმღერას, დაბნეული ვიყავი და წინა ღამით, 11 საათზე საბოლოოდ გადავწყვიტე. მერე ჩემებს ვუთხარი, ხვალ კასტინგზე მივდივარ-მეთქი. ამდენი ყოყმანის შედეგად საკუთარ თავში ძალა მაინც ვიპოვე - გამერისკა და მეცადა.
ამბობენ, რომ უჟმური ვარ, ვიტყოდი, რომ უფრო ცვალებადი ვარ, ხანდახან პედანტი. შეიძლება მთელი კარადა თავზე მეყაროს, ყურადღება არც მივაქციო, არ მაინტერესებდეს, მაგრამ ხანდახან ერთი ზედმეტი ფურცელიც თუ გდია, იმაზე გადავირიო. ჰოროსკოპით "ტყუპები" ვარ, ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს... მიყვარს ადამიანები, მიყვარს ბუნება, მესამე წელია, ვეგეტარიანელი ვარ, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ასე ჯობია, ვცდილობ, დავტკბე მომენტებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ადამიანური ურთიერთობებია. ადამიანები, რომლებიც მიყვარს, ალბათ ჩემს ცხორებაში უპირველესები არიან.
... ახლა ჩემს ოთახში გამოკრული მაქვს მაჰადმა განდის სიტყვები - ადამიანი თავის ფიქრების ნაყოფია. დიახ, ადამიანები საკუთარი ფიქრების ნაყოფები ვართ და რასაც ვფიქრობთ, იმის განხორციელება შეგვიძლია. ამის გარდა, ხშირად ვფიქრობ ფრაზაზე - ვინ ვარ? რაზეც პასუხი არ მაქვს". (იხილეთ სრულად)
ლალი ფაცია