"ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს" - რას წერს ლაშა ტალახაძე გიორგი გაბუნიაზე? - კვირის პალიტრა

"ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს" - რას წერს ლაშა ტალახაძე გიორგი გაბუნიაზე?

ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული და აბსოლუტური რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ჟურნალიტ გიორგი გაბუნიას აკრიტიკებს, რომელმაც გადაცემა "არჩევანი”-ს თემის “ცენზურის საფრთხე” წინასიტყვაობა მხარტვარ ლიკა უკლებას შესრულებული ე.წ. "თვითმკვლელი მარიამის" შეფასებით დაიწყო და განაცხადა, რომ სათამაშო პისტოლეტია, თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება, იესოსაც გააჩენსო.

"ძალიან თავს ვიკავებ მსგავსი კომენტარებისგან მაგრამ ეს უკვე ზედმეტია.როცა ქრისტიანობაზე, სარწმუნოებაზე, რომლის გვწამს, გვჯერა და გვაიმედებს, ესე ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს", - წერს ძალოსანი.

წყარო