"გიო უზომოდ გვიყვარს მეც და ჩემს ოჯახსაც...ბიძინა ივანიშვილი გიო ხუციშვილის ვარსკვლავის გახსნაზე მივიდა
ფილარმონიის წინ დღეს გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიებაზე მეუღლესთან ერთად მივიდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც კონცერტის დაწყების წინ მცირე კომენტარი გააკეთა.
"გიო უზომოდ გვიყვარს მეც და ჩემს ოჯახსაც. მისი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემლები ვართ. მინდა ვუსურვო მას, რომ დიდხანს იყოს ჩვენთან. ის არის ჩვენი ქალაქის კოლორიტი. მინდა დიდხანს იცოცხლოს, ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს" - აღნიშნა ივანიშვილმა.
ambebi.ge