მთაწმინდაზე მთის მასა იმ ტერიტორიაზე ჩამოიშალა, რომლის მიმდებარედაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება - კვირის პალიტრა

მთაწმინდაზე მთის მასა იმ ტერიტორიაზე ჩამოიშალა, რომლის მიმდებარედაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება

31 მაისს, დაახლოებით 8:30 საათზე მთაწმინდაზე, მამა დავითის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის მასა ჩამოიშალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა მოქალაქე თეო ძაგნიძემ "ფეისბუკში" გაავრცელა, რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ იშლება მთა იმ ტერიტორიაზე, რომლის მიმდებარედაც კომპანია "ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპი" სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. კომპანია სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. ორი ახალი სასტუმროს მშენებლობა თბილისში "ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპმა" 2017 წლის თებერვალში დაანონსა. მაშინ კომპანიის დამფუძნებელი, ბეჟან წაქაძე ”ბიზნესპრესნიუსთან” საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობას საბურთალოზე და მთაწმინდაზე აანონსებდა. როგორც გავარკვიეთ, ადგილობრივები სასტუმროს მშენებლობას აქამდეც აპროტესტებდნენ, შესაბამისი საჩივარი ყიფიანის ქუჩის მოსახლეობას მერიასა და სასამართლოში აქვს შეტანილი. იხილეთ ასევე: ვინ და რა პროექტს ახორციელებდა მთაწმინდაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა

ნინო წიფურია (სპეციალურად საიტისთვის)