ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები, რომლებიც ამ დროისთვის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
"ინტერპრესნიუსი"