ვინ იყო 35 წლის ქალი, რომელიც გლდანის სამშობიარო სახლში მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ვინ იყო 35 წლის ქალი, რომელიც გლდანის სამშობიარო სახლში მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

რა გახდა ახალგაზრდა ქალის - 35 წლის ნატალია აბრამიშვილის მშობიარობის შემდეგ გარდაცვალების მიზეზი, ამას რეგულირების სააგენტო შეისწავლის. უწყება სამშობიარო სახლ "ნინოსა" და ღუდუშაურის კლინიკაში შესვლას გეგმავს… (იხილეთ სტატია - "მერამდენე ქალი უნდა გაიწიროს ამ სამშობიაროში?" - თბილისის კერძო კლინიკაში 35 წლის მშობიარე გარდაიცვალა).

mshoblebi.ge-სთან საუბრისას, ნატალიას ახლობლები მშობიარის გარდაცვალებას კლინიკის დაუდევრობას უკავშირებენ...

- ეს დღეები სულ სამშობიაროში ვარ და თავად ვიცი, რა როგორ იყო... ქალბატონი ნინო კაკულია რომ პასუხისმგებლობის თავიდან

არიდებას ცდილობს, ეს არის ყველაზე აუტანელი! აცხადებს, სტაბილური მდგომარეობა იყო, ღუდუშაურის კლინიკაში რომ გადაიყვანეს და იქ რა დაემართა, ჩვენ არ ვიცითო... მშობიარე სტაბილურ მდგომარეობაში კი არა, სისხლისგან დაცლილი შეიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში! ყველაზე მეტად მაგიჟებს, რომ მესმის, მშობიარე ახლობლებს გადაეყვანათ, თუ ასე მძიმედ იყოო... საღ-სალამათი გოგო ჯერ მშობიარობას არ ელოდებოდა, უბრალოდ ბოლო კონსულტაციაზე მივიდა. ალბათ შეეშინდათ, სხვაგან არ იმშობიაროსო და შეაშინეს, ბავშვი ძალიან დიდია და სასწრაფოდ უნდა გამშობიაროთო. ამ დროს ბავშვი ჩვეულებრივ, ნორმალური წონისაა... სასწრაფოდ გაუკეთეს დამაჩქარებლები. გახსნაც კი არ იყო დაწყებული, ერთ თითზეც არ იყო გახსნილი, ისე დაუწყეს ძალით მშობიარობა... მეან-გინეკოლოგი ნინო კაკულიას შვილი იყო. წყლები ხომ უნდა დაეღვარა და ეტყობა ძალით გაუხეთქეს ბუშტი და მაგ დროს გაიხა საშვილოსნოს უკანა კედელი. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "სისხლისგან იყო დაცლილი" - რას ამბობს მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი ქალის ძმა?