ნიკა გვარამია: "თუ სალომე ზურაბიშვილი გახდება პრეზიდენტი, საქართველოში არ გავჩერდები" - კვირის პალიტრა

ნიკა გვარამია: "თუ სალომე ზურაბიშვილი გახდება პრეზიდენტი, საქართველოში არ გავჩერდები"

"არ მაქვს სალომე ზურაბიშვილის საქართველოში ცხოვრების სურვილი, რადგან საქართველო რუსეთის პროვინცია იქნება და მირჩევნია, სხვაგან ავაშენო ჩემი და ჩემი შვილების მომავალი",-  განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „კვირის აქცენტები“

მისივე თქმით, ის ვერ ხედავს საკუთარ ადგილს საქართველოში, თუ სალომე ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი.

„თქვენ არ გესმით, რას ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა. ხომ არ ვიძახი, კახი კალაძე რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, წავიდოდი ქვეყნიდან, თუმცა მთელი გულით არ დავუჭერდი მას მხარს, მაგრამ არ ვიტყოდი, რომ ეს არის ქვეყნის დასასრული. ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობაზეც არ ვიტყოდი, რომ ეს არის ქვეყნის დასასრული და მეორედ მოსვლა. ახლა უკვე ვიტყოდი, რადგან პრორუსული გავლენები გამოიკვეთა. ეკა ბესელია, რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, შენ გგონია, ვიტყოდი, რომ თავს მოვიკლავ? არ გავჩერდები აქ.

მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს საქართველოში, თუ იქნება ზურაბიშვილი პრეზიდენტი",- განაცხადა  გვარამიამ.