"რაც კახა კალაძე ჩვენი სიძე გახდა და აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩემს მეუღლეს სთხოვა, ძალოვან სტრუქტურაში აღარ ემუშავა"
"რაც კახა კალაძე ჩვენი სიძე გახდა და აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩემს მეუღლეს სთხოვა, ძალოვან სტრუქტურაში აღარ ემუშავა"
წლებია უკვე, რაც არაობიექტურად გაშუქებული ინფორმაციების გამო ანუკი არეშიძეც და მისი ოჯახის სხვა წევრებიც ჟურნალისტებთან ურთიერთობას ერიდებიან. ანუკის დედა, ნინო ჭუმბურიძე ექიმი-ენდოკრინოლოგი გახლავთ და გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია, რაც აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში... ადვილი არ იყო ქალბატონი ნინოს დათანხმება შეხვედრაზე. თუმცა, კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ გვენდო და სასაუბროდ შინ მიგვიპატიჟა...
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
"ანუკის საოცრად ანებივრებდა მამამისი, ბიჭების დაცვა ბადრისგან მე მიხდებოდა, ხოლო ანუკის ჩემგან მამამისი იცავდა. უზომოდ ონავარი და ცელქი იყო, მოუსვენარი, თან ძალიან საყვარელი... ლაღი და ხალასი ბუნება ჰქონდა. მეოთხე ბავშვი რომ დაიბადა და მე და ბადრიმ ანუკი პატარასთან ერთად დავინახეთ, ერთმანეთს გადავხედეთ და ვუთხარით, - როგორ წარმოვიდგენდით, რომ წლების შემდეგ ის პატარა გოგონა 4 ვაჟკაცის დედა იქნებოდაო..."
"კახა სახელით მომმართავს. ნინო - ჩვეულებრივ ასე მეძახის. ანუკიც სახელით მიმართავს დედამთილს, ხოლო რაც შეეხება კახას მამას, მხოლოდ ანუკის აქვს უფლება კარლოს შინაურული სახელი - ბულია დაუძახოს, განსაკუთრებულად ანებივრებს რძალს (იცინის)..."
- ამას წინათ ერთ ღონისძიებაზე, სადაც როგორც წარმატებული ქალი, ისე დაგაჯილდოვეს, წამყვანის წარდგენის შემდეგ თქვენ განაცხადეთ: მე კი არ ვარ კალაძის სიდედრი, ის არის ჩემი სიძეო. - უხერხულობა შემიქმნა საქვეყნოდ იმის განცხადებამ, რომ მე ვიყავი კალაძის სიდედრი. ყველაზე საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ადამიანს ამშვენებდეს, ეს თავმდაბლობაა, არ მიყვარს სახალხოდ რამით ტრაბახი. ასეთი წარდგენა ჩემთვის მოულოდნელი იყო - მე თუ იმ სცენაზე ვიდგებოდი, როგორც კალაძის სიდედრი, ეს ჯილდო სულ არ მჭირდებოდა, იქ სიდედრებს ხომ არ აჯილდოებდნენ?.."
"ჩემი მეუღლე - ბადრი არეშიძე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის მაღალ თანამდებობებზეც - პოლიციის უფროსად, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამხარეო სამმართველოს უფროსად... რაც კახა კალაძე ჩვენი სიძე გახდა და აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩემს მეუღლეს სთხოვა, ძალოვან სტრუქტურაში აღარ ემუშავა..."
"ბადრის სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის ორჯერ ვადამდე ადრე აქვს წოდება მიღებული - აფხაზეთში გამოჩენილი მამაცობისთვის და კრიმინალებთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის 90-იან წლებში. ამ ყველაფრის მერე სრულიად უცნობი ადამიანები უსამართლოდ რომ გტკენენ გულს, დასანანია. უფლებაც არ გაქვს, საკადრისი პასუხი გასცე მათ. ბევრი თუ გიცნობს და იცის შენი ღირებულებები, ბევრი ხომ არ გიცნობს და იოლად იჯერებს ტელევიზიითა და პრესით გაჟღერებულ ამბავს..."
"ანუკის ძალიან უნდოდა გოგონა ჰყოლოდა. ვნახოთ, კიდევ თუ გაბედავს... როდესაც გავიგეთ, რომ მეოთხეც ბიჭი იყო, მედიკოს, კახას დედას უთქვამს, - რა გახდა, ერთ კიკინებიან გოგოსაც რომ ერბინა ჩვენს ეზოშიო. ანუკის სიცილით უთქვამს, რა ვქნა, არ "გამომდის" გოგონები, ავდგები, კიკინებს გავიკეთებ და მე ვირბენ ეზოშიო. მერე მე ვეუბნებოდი, მაშინ არეშიძეებთანაც უნდა მოხვიდე კიკინებით, მეც მინდა გოგო შვილიშვილი-მეთქი..."
ქალბატონი ნინი ჭუმბურიძის საინერესო ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 24 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.
ნინო ჯავახიშვილი