"ორმა კაც­მა მცე­მა და ჩემი შვილიც და­ა­სა­ხიჩ­რეს" - რას წერს 22 წლის გოგო სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ორმა კაც­მა მცე­მა და ჩემი შვილიც და­ა­სა­ხიჩ­რეს" - რას წერს 22 წლის გოგო სოციალურ ქსელში?

22 წლის თეკო მიქაძე ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა ოჯახის ნათესავების მხრიდან. როგორც ახალგაზრდა ქალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, 26 აპრილს, ძალადობის მსხვერპლი ის და მისი ორი წლის ვაჟიშვილი გახდნენ. ახალგაზრდა დედის თქმით, თავისივე ბებიის ნათესავმა მამაკაცებმა, მამა–შვილმა მას სასტიკად სცემეს.

როგორც თეკო მიქაძე აღწერს, ძალადობის ფაქტი 26 აპრილს, ქალაქ ვანში მოხდა. მან ბავშვის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს, დალურჯებები აღენიშნება თვალსა და შუბლზე. ახალგაზრდა ქალი წერს, რომ ნათესავის ოჯახში მას შემდეგ მივიდა, რაც გაარკვია, რომ მისმა ნათესავმა ნიკა გიორგაძემ მისი შვილი ორი წლის ბავშვი წააქცია და ბიჭუნამ ამის შედეგად მიიღო დაზიანებები. მას შემდეგ რაც თეკო მიქაძემ და მისმა დედამ ნათესავებთან საქმის გარკვევა დაიწყეს, 55 წლის მამაკაცმა და მისმა შვილმა, ასევე ოჯახის კიდევ ერთმა წევრმა ქალმა, გოგონა სცემეს.

მისივე პოსტში ვკითხულობთ, რომ ის ძალადობის მსხვერპლი ყოფილი ქმრის მხრიდანაც ყოფილა, რის გამოც ყოფილი მეუღლე ციხეშიც იჯდა. თეკო მიქაძის თქმით, მის ცემაში მონაწილე ნიკა გიორგაძე, გარდა იმისა, რომ ნათესავია, მისი ყოფილი ქმრის მეგობარიცაა და შეკამათება სწორედ ამ საკითხზე მოუვიდათ. გაგრძელება

იხილეთ ასევე: ვანში მცხოვრები 22 წლის ქალის და მისი შვილის მიმართ შესაძლო ძალადობის საქმესთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს