"5-მა ადამიანმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო" - თუშეთში, სადაც სატვირთო ხევში გადავარდა, სასწრაფოს დაშავებულები ამოჰყავს - კვირის პალიტრა

"5-მა ადამიანმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო" - თუშეთში, სადაც სატვირთო ხევში გადავარდა, სასწრაფოს დაშავებულები ამოჰყავს

თუშეთში, სადაც "კამაზი" ხევში გადავარდა, ამ წუთებში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 2 ეკიპაჟი მუშაობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს დაშავებულების ამოყვანა. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

თუშეთში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სატელეფონო კავშირი არ არის, რის გამოც, მომხდართან დაკავშირებით, დეტალების გარკვევა რთულია.

"სატელეფონო კავშირი არ არის, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ეკიპაჟები სამშველო ოპერაციას ატარებენ. შესაბამისად, დეტალები ჯერ არ ვიცით. პირველადი მონაცემებით, 5 ადამიანი არის, ვინც მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო. დანარჩენი ინფორმაცია - უფრო მეტი ადამიანი იყო თუ არა, ვიდრე მაშველები სამაშველო ოპერაციას არ ჩაატარებენ და არ ნახავენ, მანამდე ყველაფერი ვარაუდია",

- განაცხადა ქადაგიშვილმა.