პრემიერი, მინისტრები და საზოგადო მოღვაწეები - ფოტოები გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდიდან - კვირის პალიტრა

პრემიერი, მინისტრები და საზოგადო მოღვაწეები - ფოტოები გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდიდან

რუსთაველის თეატრში კომპოზიტორ გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ხელოვანის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, დეპუტატებმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

გია ყანჩელის ხსოვნას პატივი მიაგო საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

ხელოვანის ოჯახს მიუსამძიმრეს მსახიობებმა, სპორტსმენებმა, მომღერლებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.

გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.