საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 10-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.
"ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევაა. როგორც იცით, დადასტურებული იყო 9 პაციენტი, რომელსაც დაემატა 1 პაციენტი. მეოთხე დადასტურებული შემთხვევის ჯგუფიდან არის ერთ-ერთი კონტაქტი. გრძელდება ამ ჯგუფთან კონტაქტში მყოფი ადამიანების კვლევა", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.