საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 42 ადამიანი გადის.