"ბოლოს მან ხარების დღესასწაულის ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა" - რას ამბობს დაინფიცირებულ მოძღვარზე იმ ტაძრის მრევლის წევრი, სადაც ის მსახურობდა - კვირის პალიტრა

"ბოლოს მან ხარების დღესასწაულის ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა" - რას ამბობს დაინფიცირებულ მოძღვარზე იმ ტაძრის მრევლის წევრი, სადაც ის მსახურობდა

თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარს კორონავირუსული ინფექციით ინფიცირება დაუდასტურდა. თავადაპირვილად სასულიერო პირი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა შემდომ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის დას და დისშვილსაც დაუდასტურდა Covid-19. როგორც სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასულიერო პირს მაღალი ტემპერატურა და მშრალი ხველა აღენიშნება.

"დადასტურებულია Covid-19-ის დიაგნოზი. გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი, შემოიყვანეს გუშინ. ჩვენთან ოჯახის სულ 3 წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლიდან გადაეცა, არ ვიცით. ვინ არის წყარო, რთული სათქმელია. მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინიც გუშინ შემოიყვანეს",- განაცახდა მაკა სოლოღაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით მოძღვარმა ტაძარში რამდენიმე დღის წინ, სხვა სასულიერო პირებთან ერთად იმსახურა.

ტაძრის მრევლის ერთ-ერთი წევრის თქმით, ინფიცირებულ მოძღვარს ბზობას ჩატარებულ მღვდელმსახურებაში მონაწილეობა არ მიუღია. "ბოლოს მან ტაძარში ხარების დღესასწაულის ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა და ლიტანიობაც ჩაატარა. მაშინ მოძღვარს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. ის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, კეთილშობილი ადამიანია და ავადმყოფობის მცირე ნიშანიც რომ ჰქონოდა, ტაძარში არ მოვიდოდა და სხვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნიდა", - გვითხრა მან.

იხილეთ ასევე: წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესია, რომლის მოძღვარსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 20 დღით დაიკეტა

იხილეთ ასევე: "თუ ვინმე მზად არის ქრისტეს გზა გაიაროს და მისთვის მოკვდეს, მისი ნებაა, მაგრამ..."

ანა გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)