"ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის დაიბარა, თუ სააღდგომო წირვაზე წახვალთ, სამსახურებს დაკარგავთო - ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის დაიბარა, თუ სააღდგომო წირვაზე წახვალთ, სამსახურებს დაკარგავთო - ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს"

ბოდბელი მიტროპოლიტის მეუფე იაკობის განცხადებით, მისი ეპარქიის მრევლს სააღდგომო ლიტურგიაზე მისვლის შემთხვევაში, ხელისუფლება სამსახურების დაკარგვით დაემუქრა.

"ჩვენთან ეპარქიაში ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის, მასწავლებლებისთვის დაიბარა, რომ თუ სააღდგომო წირვაზე ან თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები წახვალთ, სამსახურებსო დაკარგავთო და ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს," - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის განცხადებით, ხელისუფლება გადაწყვეტილებებში თავისუფალია, თუმცა, მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ იმაზეც უნდა იფიქროს, ხალხი აღნიშნულ გადაწყვეტილებებს როგორ მიიღებს.

აღნიშნულით მეუფე იაკობმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, რომლის თანახმად გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, მთავრობასთან რა კითხვა ექნებოდა. როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, მისთვის უცნობია, მთავრობასთან შეხვედრა როდის, ან საერთოდ გაიმართება თუ არა.

"ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალია, შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ ისიც უნდა ვიფიქროთ, ხალხი რას, როგორ მიიღებს. მრევლს მისვლა თუ უნდა, მრევლი მივა. საქართველოა, ვიცით და ქუჩაში დაჭერები თუ დაიწყეს, ესეც გამოჩნდება, თუ ჩაშლა უნდათ. სახელმწიფომ როგორც თქვა, 9 საათამდე თუ მივლენ და დაესწრებიან, დილის 6 საათამდე შეუძლიათ ყოფნაო, მაგრამ ხალხი ცოდოა და რის გამო უნდა დავტოვოთ იქ დიდი ხანი, თუ მივიდნენ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

"ინტერპრესნიუსი"