სააღდგომო საჩუქარი "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის
ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი! აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი! 2020 წელი, 19 აპრილი. ქრისტე აღდგა!
"კვირის პალიტრა" 20 აპრილის ნომერში მსოფლიო განსაცდელის ჟამსაც არ არღვევს ტრადიციას და თავის მკითხველს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ხატითა და მაცხოვრის საფლავიდან გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით მიულოცავს.
ამჯერად, საჩუქრად გთავაზობთ უვერცხლო მკურნალის, წმინდა პანტელეიმონის მე-13 საუკუნის ხატს, რომელიც სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერშია დაბრძანებული. წმინდა პანტელეიმონი სნეულთა მკურნალი და დავრდომილთა მანუგეშებელია, მასთან უამრავი სასწაულებრივი კურნებაა დაკავშირებული. ვევედროთ წმინდა პანტელეიმონს, დაგვიფაროს და დაგვიცვას ყოველგვარი სნეულებისგან, გაგვაძლიეროს რწმენასა და სიყვარულში.
"კვირის პალიტრისგან" საჩუქრად მოძღვნილი სანთლები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ჩამოიქნა.
P.S.აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გამომცემლობა "პალიტრა L"-მა, განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა მკითხველს და პავლე მოციქულის ეპისტოლენი გამოსცა, რომლის შეძენაც სპეციალურ ფასად - 11.50 ლარად იქნება შესაძლებელი, ხოლო "კვირის პალიტრასთან" ერთად - 13 ლარად. პავლე მოციქულის ეპისტოლენი ახალი
აღთქმის მნიშვნელოვანი ნაწილია, ქრისტეს მოძღვრების სიღრმისეული განმარტება - 14 წერილი ქრისტიანობის უკეთ გასაგებად. წიგნი დაბეჭდილია სპეციალურ ქაღალდზე, გაფორმებულია ოქროს გრავირებით და ჩასმულია ელვაშესაკრავიან თერმულად დამუშავებულ ტყავის ჩანთა-ყდაში. გამოცემა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა.